ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48071

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ნეტა რას ტირი, დედილო?“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამის „მერიმა ანუ ბოსნიელები“ პირველი ნაწილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის მიერ თარგმნილი ხუთმოქმედებიანი დრამის „მერიმა ანუ ბოსნიელები“ დასასრული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ კრებაზე მოისმინა თელავის ფილიალის განყოფილების დირექტორ ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის მოხსენება იქაურ მდგომარეობაზე.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 18 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული იყო პავლე თუმანიშვილის ლექსი „ფული“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ოქრომჭედლიშვილის წერილი „ვინ მოიგონა ქართული ანბანი“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 4 აპრილის ჟურნალ „Academy”-ში მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“ წერილი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობის სხდომაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინოწმინდელის (დავით მიხეილის ძე როსტომაშვილის) „კორესპონდენციები ივრის ხეობიდან“, რომელშიც ავტორი ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და წერს კახეთის ზოგად მდგომარეობაზე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ანტონ ფურცელაძის თხზულების „ვაი მართალთა“ განხილვა, რომელიც ქრისტეფორე მამაცაშვილმა გამოსცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მთვარელიშვილის სტატია თელავის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორის, გაიოზ ნაცვლიშვილის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „სამშობლო ხევსურისა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის ვრცელი სტატია „უმეცრების ამაყობა“, მეორე ნაწილი, რომელიც ერთგვარი პასუხია „იმედის“ რედაქტორ დ. გურგენიძის მიმართ, რომელმაც „დედა ენა“ და „ბუნების კარი“ დაწვრილებით განიხილა და დაიწუნა მათში არსებული ლექსები, მოთხრობები, მათი წყობა და ა. შ.

1881

ტიპი: ავტორობა

წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ვასილ ნიკოლოზის ძე აბულაძემ განაცხადა, რომ ყოველგვარი სწავლება მხოლოდ მაშინ შეასრულებდა თავის დანიშნულებას, როცა მშობლიურ ენაზე წარიმართებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო საქალებო და სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენაესწავლებინათ და, თუ საჭირო იქნებოდა, ქართული ენის პედაგოგს ბანკი გადაუხდიდა ჯამაგირს.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა საქარის სანერგის გამგის კარპე მოდებაძის 1919 წლის 14 ნოემბრის წერილი სოფლის მეურნეობის თემატიკაზე „საქარის სანერგე და მომავალი მისი დანიშნულება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „გაზაფხული“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუდადოვის წერილი „უსაფუძვლო წადილი“, რომლითაც ის ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სტატიას „კანონი და ცხოვრება“, რომელშიც განხილული იყო სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა. ხუდადოვის აზრით, ილია ჭავჭავაძე კონკრეტულად და სწორად ვერ გადმოსცემდა ამომწურავ ინფორმაციას თვითმმათველობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუდადოვის წერილი „უსაფუძვლო წადილი“, რომლითაც ის ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სტატიას „კანონი და ცხოვრება“, რომელშიც განხილული იყო ბატონ-ყმობის გაუქმება საქართველოში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, საიდანაც ვიგებთ, რომ „იმედის“ რედაქტორი დ. გურგენიძე „დედა ენასა“ და „ბუნების კარს“ უხეირო და უსარგებლო წიგნებად მოიხსენიებდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ანტონ ფურცელაძის პოემა „ბაგრატიონების დიდება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „პურის მოსავალი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „დათვი და ცხვრები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის ლექსი.