ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50846

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ მისი გერმანიაში საქართველოს ელჩობა სინამდვილეს არ შეესაბამება, მას არ ჰქონდა დაკისრებული ოფიციალური ფუნქციები, მისი მიზანი იყო მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ მისმა დიპლომატიურმა მუშაობამ უშედეგოდ არ ჩაიარა – შვეიცარიაში გატარებული წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ მოღვაწეებთან მიაღწია, რომ საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის საკითხს, განიხილავენ განცალკევებით, რუსეთისგან დამოუკიდებლად. ამას ხელი შეუწყო ამიერკავკასიის საერთაშორისო და გეოგრაფიულმა მდგომარეობამაც – ამიერკავკასიის, როგორც აზიის, ინდოეთის და სპარსეთის კარიბჭის მნიშვნელობამ. ამ აზრს იზიარებს დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, იტალია და შესაძლოა საფრანგეთიც. ევროპელების ტერმინოლოგიით, ამიერკავკასია არის საერთაშორისო ჯვარედინი გზა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი აღნიშნავს, რომ ქართველ დიპლომატებს ორი წლის მანძილზე დიდი შრომა დასჭირდათ, რომ ევროპა დაერწმუნებინათ საქართველოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცვლილებებში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ ქმნის რუსეთის ტრაგიკულ კოლიზიებს დამოუკიდებლობის მხრივ. საქართველოს დამოუკიდებლობა არ ეღობება რუსეთს არც შავ ზღვასთან, არც კასპიის ზღვასთან მიმართებაში, სადაც ნავსადგურები აქვს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ დღეს საქართველომ გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ევროპულ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე უნდა დაამყაროს, რაც მისი განვითარების საწინდარია, ხოლო კულტურული და დემოკრატიული რუსეთი საქართველოსთვის ყოველთვის მისაღები იქნება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველოს და მთლიანად ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მალე გადაიდგმება ოფიციალური ნაბიჯები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკური სიმპათიები აქვს არგენტინას, რომელსაც სურს საქართველოს, ასევე სხვა პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობა, რომ სხვა სახელმწიფოებსაც სურთ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. არგენტინა თხოულობდა იქ საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ არგენტინა დიდ კრედიტს უხსნის ყველას, მათ შორის პატარა ქვეყნებსაც, მისგან შესაძლებელია პურის მიღება არა მხოლოდ საქონლის გაცვლით, არამედ ფულითაც. მასთან ოფიციალური ურთიერთობის დამყარება საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რაც იყო კიდეც მისი ხანგრძლივი მუშაობის მიზანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი დენიკინთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ დენიკინთან შეკავშირებას ეწინააღმდეგება. საქართველო არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საკითხში; ასევე უარყოფითადაა განწყობილი ბოლშევიკთა წინადადებაზე, შეკავშირდნენ დენიკინის წინააღმდეგ, რადგან ეს იქნება ნეიტრალიტეტის დარღვევა და რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა, საქართველოს კი არ სურს არავისთან კონფლიქტები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში აკაკი ჩხენკელი ამბობს, რომ საქართველო მზადაა ჩრდილოეთთან ჰუმანურ პრინციპებზე დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სურს საომარი კავშირი, რომელიც გამოიწვევს ხალხის მოსპობას, მატერიალური კეთილდღეობის განადგურებას, გაღატაკებას და გაამწვავებს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სასამართლო პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პალატამ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საადგილმამულო კომიტეტების განმარტების მიხედვით, უარი ეთქვა სამედიატორო მსაჯულების განჩინების სისრულეში მოყვანას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სასამართლო პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია აქვეყნებს სასამართლო პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ცისფერი მეკობრეები“, რომელიც ეძღვნება ცისფერყანწელთა მოღვაწეობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია ეკალაძის პუბლიკაცია „წერილები გურიიდან“, რომელშიც ავტორი განიხილავს სკოლებისა და მასწავლებელთა პრობლემებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე ყიფიანის პუბლიკაცია „თეატრი და მსახიობი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „დედა მაია“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოფხიზლება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სასოწარკვეთილება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოსალმება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს მღვდელ სვიმონ ბეგიევის თხზულება „პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილო ეფენდისთან“, რომლის მთავარი გზავნილი მაჰმადიანებში ქრისტიანობის გავრცელებას წარმოადგენს, თუმცა რედაქციის აზრით ეს წიგნი ეკუთვნის იმ წიგნთა სიას, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს თავის მიზანს და პირიქით ავნებენ მას.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი?!“, მეორე გამოცემა. კარგ ქაღალდზე დაიბეჭდა 300 ეგზემპლარი, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო, ხოლო უბრალო ქაღალდზე 900 ეგზემპლარი, ფასი 40 კაპიკი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის თხზულება „მეფე დიმიტრი თავდადებული“ 1200 ეგზემპლარად, ფასი 15 კაპიკი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ოლ. დიდებულიძის მიერ რუსულიდან თარგმნილი ევტუშევსკის „ქართული არითმეტიკული საანგარიშოები, ანუ გამოსაცნობები ანუ ზადაჩები და რიცხვებითი მაგალითები“, რომელიც რედაქციის აზრით, თავისი ჯიბის გასქელებას უფრო თანაუგრძნობდა, ვიდრე ყმაწილების გონების გავარჯიშებას. წიგნი უზუსტობებითა და არაქართული სიტყვებით იყო გადმოთარგმნილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის მიერ თარგმნილი ლექსი „ოხ იტალიავ, იტალიავ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „პოეტის გული“.