ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49342

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება ზაფხულში სოფლებში სახალხო ლექციების ჩატარების შესახებ. ფუტკრებისა და ცხოველების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ადამიანთა კოოპერაციის შესახებ ლექციების წაკითხვა ილია ნაკაშიძეს დაავალეს, ხოლო საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ – ვარლამ ბურჯანაძეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სასკოლო სექციამ, რომლის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე იყო, თასმალოში (საინგილო) სკოლის დაარსების ნებართვა მიიღო, შეიძინა სასკოლო ნივთები, დაიქირავა ბინა და დანიშნა მასწავლებელი, მაგრამ ადგილობრივ დამაბრკოლებელ მიზეზთა გამო სკოლამ მუშაობს ვერ დაიწყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქმისმწარმოებელ ვარლამ ბურჯანაძის თხოვნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დაარსებისა და გამგებლობის 300 ინსტრუქციის დაბეჭდვის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გერგეთის მოსახლეობას მეორე მასწავლებლის მოწვევის მიზეზით შენობის გაფართოებაზე უსახსრობის გამო უარი უთხრეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზუგდიდის ახალ ქართულ სკოლას გამგეობამ 300 მანეთი გადასცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალა, რომ ოლღა გურამიშვილისთვის ეთხოვა 30 ათასი მანეთის ვექსილის ნაცვლად საზოგადოებისთვის ვალდებულების ქაღალდი გადაეცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგობამ განიხილა ვასილ ბეჟანიშვილის თხოვნა ვალის სანაცვლოდ მისგან წიგნების მიღების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბეჟანიშვილს უნდა წარედგინა წიგნების სია ფასისა და ეგზემპლარების რაოდენობის მითითებით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი იყო, 130 წევრი ჰყავდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მადლობა გადაეხადათ ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანისთვის საზოგადოებისთვის გადაცემული „გლეხი-კაცის ისტორიის“ თარგმანის გამო და შემოწირვის ბარათი ეთხოვათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებიდან გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი თავმჯდომარეობდა 21-ს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 22-ს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – ერთს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჰქონდა 44 სხდომა და 296 საქმე განიხილეს. 44 სხდომიდან გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი დაესწრო 21-ს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი – 41-ს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – 31-ს, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე – 35-ს, გიორგი იესეს ძე ცინცაძე – 33-ს, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი – 32-ს, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე – 32-ს, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე – 27-ს, პოლიევკტი ლაზარეს ძე კიკალიშვილი – 27-ს, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე – 25-ს, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა – 21-ს, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი –19-ს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილის მიერ 100 მანეთით დაფინანსებულ ღარიბ სახალხო სკოლებს გოგებაშვილის სახელობის სკოლის წოდება მიანიჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი 1919 წელს 16-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ივანე ჯავახიშვილის „ისტორიის მიზნებისა და მეთოდებისა“ და „ქართველი ერის ისტორიის“ I, II, III და IV ტომების გამოცემის შესახებ. გამგეობამ ჯავახიშვილის წიგნების დასაბეჭდად პირობების შემუშავება პრეზიდიუმს დაავალა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ექვთიმე თაყაიშვილს გადასცეს 550 მანეთი, რომელიც ცისკარაშვილის ქვრივისთვის მუზეუმის ადგილის საფასურად ბეს სახით უნდა მიეცა, ხოლო მამული საზოგადოების სახელზე დაემტკიცებინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა მოწერილი რიგიდან, რომ გამგეობას მისთვის საქართველოს შესახებ რუსულენოვანი წიგნები გაეგზავნა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად საჭირო ხარჯებისთვის 540 მანეთის დეპეშით გაგზავნის შესახებ. გამგეობის განცხადებით, ყიფშიძის სურვილს იმ პირობით დააკმაყოფილებდნენ, თუ თანხას უკან დააბრუნებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ნალჩიკში სკოლის გახსნის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეეძინათ 40 ცალი „ისტორია კათალიკოსობისა“ და 20 „პასუხად სომეხ მწერლებს“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ვლადიმერ ორჯონიკიძემ, აკაკი ფაღავამ და იოსებ გოგოლაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ერთი წლით სტიპენდიის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომაზე ასევე წარადგინეს ცნობა, რომ გამგეობის 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილებით ამ პირებს სტიპენდია პირველ ივლისამდე გაუგრძელდებოდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, შალვა მიქელაძე და გრიგოლ მესხი; სხდომაზე გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართა მხატვარმა გრიგოლ მესხმა. უსახსრობის გამო მას დახმარებაზე უარი უთხრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, წინარეხის სკოლის რევიზია ჩაეტარებინა არჩილ ჯაჯანაშვილს, თელავისა — იპოლიტე ვართაგავას, სოხუმისა და სენაკის სკოლებისა — ლუარსაბ ბოცვაძე, გომარეთისა და გიორგიწმინდის სკოლები შეემოწმებინა გრიგოლ ბურჭულაძეს, ბათუმისა — ალექსანდრე მდივანს, საგურამოს სკოლის რევიზია კი ფილიპე მგელაძესა და ალექსანდრე ყიფშიძეს დაავალეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და ალექსანდრე ყიფშიძე; სხდომაზე გამგეობამ იპოლიტე ვართაგავასა და შალვა მიქელაძეს გაზეთ „მუშაკის“ 40 წლის საიუბილეო ღონისძიებისთვის სიტყვის მომზადება დაავალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ მარტვილის სკოლის მასწავლებელ სტეფანე გაგუას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N104.