ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48079

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ფასი 3 კაპიკი იყო. გაზეთის გამოწერა 1 წლით 6 მანეთი ღირდა, 1 თვით კი — 60 კაპიკი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) სარედაქტორო წერილში ავტორი გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ თბილისთან ახლოს მდებარე და შეძლებულ სოფელ დიღომში ერთი სკოლაც კი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მეველე“ დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე სულხანოვის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ის გულისწყრომას გამოთქვამდა, რადგან ფოსტაში ქართულად ხელი არ მოაწერინეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ვახტანგ კოტეტიშვილმა წაიკითხა რეფერატი „საზოგადოებრივი ჰანგები მე-18 და მე-19 საუკუნეების ქართულ მწერლობაში“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა იოსებ ივანეს ძე რატილის მიერ ნოტებზე გადაღებული ქართველ მომღერალთა დასის შესრულებული „ალილოს“ პირველი რვეული.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ახალციხის რამდენიმე სოფლის საყდარში სანთელი არ იყიდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ განცხადებების შემკრები აგენტი მ. ო. გაჟონია იუწყებოდა, რომ განცხადებებს შეღავათიან ფასებში მიიღებდნენ. კანტორის მისამართი: ოლღას ქუჩა N6, კანტორა „განათლება“, ტელ. 3-44, ან ბინაზე სასამართლოს ბოლოში, არშაკუნოვის ქუჩა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „რუსს. ვედმ.“ ცნობით, გამოვიდა ერმაკოვის წიგნი „კავკასიის აღწერილობა“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნები: „საქართველოს მოკლე ისტორია“ (ფასი 60 კაპ.), „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ (ფასი 45 კაპ.) და „მერცხალი“ (ფასი 7 კაპ.).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ ნოე ჟორდანიას ბიუსტი დაამთავრა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას მოთხრობა „დამბაჩის ტუჩთან“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ფურცელაძემ დაწერა ვრცელი ისტორიული მონოგრაფია გიორგი სააკაძის შესახებ, რომელსაც საჯაროდ წაკითხვის შემდეგ დაბეჭდავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, არამხოლოდ პროფესორები, არამედ სამზარეულოში მომუშავე ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით მიაღწიეს წარმატებას და დარგის მცოდნეებად ჩამოყალიბდნენ მაგალითები იყვნენ იმისა, რომ ქართველი ადამიანი ნიჭიერი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ საქართველოში საზოგადოების სამსახურში ყოფნა თავგანწირვის ტოლფასი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭველი ადამიანი თავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად მომჭირნე და ძლიერი იყო. ძალიან დასანანი იქნებოდა ასეთი ადამიანები თუ ქვეყანას დააკლდებოდნენ და სხვაგან გადასახლდებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭის მკვიდრები დიდ გაჭირვებაში იყვნენ უნაყოფო მიწებისა და შიმშილის გამო. რაჭაში 46 501 დესეტინა ტყე იყო და თუკი სახელმწიფო ქონებათა გამგეობა უფლებას მისცემდა ხალხს გამოეყენებინა ეს მიწები, მაშინ შრომისმოყვარე და დაუზარელი რაჭველი თავის მიწას წალკოტად აქცევდა, რის შემდეგაც აღარ მოუწევდა მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭის მიწები ნაყოფიერებით არ გამოირჩეოდა, რაც ხალხის მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლებას ხელს უწყობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში საცხოვრებელი, სახნავ-სათესი, სავენახე და საძოვარი ადგილები 4765 დესეტინას შეადგენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში 2130 კომლი და 17 420 ადამიანი ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზემო რაჭაში 900 საჟენი სამოსახლო ადგილი 100-200 მანეთი ღირდა, ონში – 500-1000 მანეთამდე, ნასახლარი – 100-220 მანეთამდე და სახნავი – 40-100 მანეთამდე. სწორედ ასეთი მაღალი ფასების გამო ხალხი მიწებს ვერ ყიდულობდა, არ ჰქონდა სარჩო საბადებელი და იძულებული ხდებოდა რაჭიდან გადასახლებულიყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში თითო კომლს 2 ¼ დესეტინა მიწა ეკუთვნოდა, თითო სულს – ¼ , რაც არასაკმარისი იყო ადამიანს თავი ერჩინა და შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ ეს ყველაფერი იყო მიზეზი ადამიანების რაჭიდან გადასახლებისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ რაჭაში მოსავალი არ მოდიოდა და 1882 წელს სწორედ შიმშილმა აიძულა ადამიანები მამა-პაპისეული ადგილიდან გადასახლებულიყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად მამა-პაპისეული ადგილიდან 1882 წლამდე ონიდან 120 კომლი გადასახლდა.