ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50477

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის მიერ თარგმნილი სამუელ სმაილსის „თვითგანვითარება“. გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძის ფელეტონის „სამკურნალო მეცნიერების“ I ნაწილი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელ იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 4 388 370 მანეთსა და 40 კაპიკს. ბალანსს ხელს აწერენ: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ო. სვანიძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „ხინჩლას გალაშქრება ქისტებზე“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ საიუბილეო (30) ნომერი, რომელშიც მოთავსებული იყო შიო მღვიმელის, ეკატერინე გაბაშვილის, დავით კასრაძის, დუტუ მეგრელის, ანასტასია წერეთლის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის, ივანე გომართელის, ალექსანდრე ფაღავას, ივანე თინიკაძის და სხვათა მოთხრობები და ლექსები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე მელიტონ რუსიამ ონის ქალაქისთავ ბიჭაშვილისგან მიიღო შეტყობინება ქალაქში შიმშილობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ლექსი „ლოცვა“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა ახალი დრამა „ცხოველი სურათები“ დაწერა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეული ქალის“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი საჭიროდ თვლიდა გამოეცხადებინა, რომ თბილისში შეიქმნა ერთადერთი ქართული ხორო და სხვა არ არსებობდა, არავის შეშლოდა ქართული სიმღერების მოყვარულ ჯგუფში ხოროს წევრები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, როცა ქართულმა დრამატულმა დასმა გამოაცხადა, რომ მათ კონცერტში მონაწილეობას იღებდა ქართული ხორო ძალიან გაუკვირდა, რადგან კონცერტში მონაწილეობდნენ არა ხოროს წევრები, არამედ ქართული სიმღერების მოყვარულთა ჯგუფი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ მხოლოდ ქართული დრამატული საზოგადოების რამდენიმე წევრმა იცოდა ქართული ხოროს არსებობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი წერდა, რომ სამი თვე იყო, რაც ქართული ხორო არსებობდა. ეს არავისთის უთქვამთ, თუმცა თითქმის მთელმა ქალაქმა იცოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ილია აბრამიშვილის ლექსი, რომელიც თბილისში მდებარე სასტუმროს „იუჟნი ნომრებს“ ეძღვნებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გაზეთ „კავკაზის“ 284-ე ნომერში დაიბეჭდა პავლე იზაშვილის წერილი ქართველი კათოლიკეების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ალხაზიშვილის წიგნი „ბუნება და ცხოვრება“ სამკითხველოებისთვის, სასწავლებლებისთვის, მღვდლებისთვისა და მასწავლებლებისთვის სამი აბაზის მაგივრად ცხრა შაურად უნდა გაეგზავნათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზ. ჭიჭინაძემ ილია ნადირაძის ახალი მოთხრობა „ზაქარია კეთილაძე“ გამოსცა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ოქტომბერს ქართულ თეატრში მაკო საფაროვა-აბაშიძის მიერ გადმოკეთებული ერთმოქმედებიანი პიესა „ბარაქალა მასწავლობელო“ დაიდგა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი ქართული ხოროს შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ თბილისში დაარსდა 24 კაცისაგან შემდგარი ქართული ხორო. ეს წევრები 56 მსურველთაგან შეარჩიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ჩვენის საერთო პოეზიის შესახებ“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის ფელეტონი „უღმერთო“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ კვირას ქართული დრამატული დასის წარმოდგენის შემდეგ მაყურებლებმა მსახიობები დუდუკითა და ჩირაღდნებით გააცილეს და დაემშვიდობნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართული დრამატული დასის მსახიობებმა გადმოკეთებული ვოდევილი „ბაიყუში“ რეპეტიციის გავლის გარეშე წარადგინეს და ტექსტებს ექსპრომტად ამბობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ვოდევილი „ბაიყუში“ ქართული დრამატული დასის წევრებმა ცოცხლად და მხიარულად წარმოადგინეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გადმოკეთებული ოთხმოქმედებიანი კომედიის „ეხლანდელი სიყვარულის“ წარმოდგენამ მხიარულად ჩაიარა, თუმცა ქართული დრამატული დასის წევრებს შეეძლოთ ეს სიხარული გაეორმაგებინათ.