რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და შიო დედაბრიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 იანვარს ქშწკგ საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს 500 მანეთი გადასცა, მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს – 10.60, ანასტასია წერეთელს – 4, არჩილ ჯორჯაძეს იანვრის პენსია – 50 მან., ოლღა ჭავჭავაძისას იანვრის ბინის ქირა – 25, გ. ნაკაშიძეს იანვრის სტიპენდია – 25, იროდიონ ხოსიტაშვილს იანვრის დახმარება – 10 მან. ასევე შეისყიდეს სამუზეუმო ადგილი 3 636 მანეთად და საზოგადოებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთი. სულ გამგეობის ხარჯმა 4 449.20 მანეთი შეადგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და შიო დედაბრიშვილი; სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების გასავლის ანგარიში და დაადგინეს, რომ კონსტანტინე მესხიშვილისთვის სურათების ანგარიშში 25.20 მანეთი გადაეცათ, ხოლო სტეფანე პეპანოვისთვის წიგნების ანგარიშში — 1.75.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იროდიონ ევდოშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ მას 25 მანეთი გადასცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მთავარ გამგეობასა და განყოფილებებს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად საქმეთა წარმოების ერთიანი წესების შემოღება გადაწყვიტა. მიზნის განსახორციელებლად ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ – სამტრედიისა და ლანჩხუთის განყოფილებათა, ხოლო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თელავისა და ზესტაფონის განყოფილების რევიზია ჩაატარა. სარევიზიო მოხსენებები საზოგადოების გამგეობამ განიხილა და შეტანილი შენიშვნებით განყოფილებებს სახელმძღვანელოდ გაუგზავნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ჩოხატაურში მოვაჭრე სილიბისტრო თავართქილაძეს კრედიტის 600 მანეთამდე გაზრდაზე უარი უთხრეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ომში დაჭრილთა დამხმარე ცენტრალური კომიტეტის თხოვნა მათ დაწესებულებაში საზოგადოების წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის მიერ ნაანდერძევი ქონების ჩაბარების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სარგის კაკაბაძისგან გამგეობამ შეიძინა 300 „ვეფხისტყაოსანი“ თითო 55 კაპიკად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის სკოლის გამგედ არჩეული სავლე იოსების ძე აბულაძე სამხედრო ბეგრის მოსახდელად გაიწვიეს, რის გამოც მან თანამდებობაზე უარი განაცხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება ადგილობრივი სკოლის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, გიორგი ლომთათიძის თხოვნა სესხად 200 მანეთის მიცემის შესახებ. ეს თანხა საზოგადოებისათვის ხუთ თვეში უნდა დაებრუნებინა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, შემოსავალი ნავარაუდევი ჰქონდა 54 760. 53 მანეთი, რეალურად კი – 57 803.67 მან. იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილის თავმჯდომარეობის დროს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების შემოსავალი 1996. 12 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 998. 17 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 თებერვლიდან ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილის თავმჯდომარეობით მოქმედება დაიწყო არმავირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გამგეობამ. წლის განმავლობაში განყოფილებამ 17 სხდომა გამართა და 20 საქმე განიხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ადმინისტრაციულ სექციას გამოუყო 32 103. 53 მანეთი (დაიხარჯა – 27 411. 25), სასკოლო სექციას – 13 767 (დაიხარჯა – 16 469. 46), ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას – 3 390 (დაიხარჯა – 3 140. 73).
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის საქართველოს კალენდარში ვაჟა-ფშაველას, რაფიელ ერისთავისა და პეტრე უმიკაშვილის ფოტოები გამოქვეყნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის საქართველოს კალენდარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის, გრიგოლ დადიანის ფოტო გამოქვეყნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს 600 მანეთი გადასცეს, მის ვაჟს, სიმონ ჯანაშიას, კი სახელმწიფო უნივერსიტეტში ასმანეთიანი სტიპენდია დაუნიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისს იოსებ იულონის ძე დადიანის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: წინა წლის ანგარიში, სარევიზიო კომისიის ანგარიში და ქართული სამკითხველოს, სკოლის გარეშე დაარსების საკითხი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობასთან, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, არსებობდა სასკოლო კომისია, დრამატული კომიტეტი, სამშენებლო ბიურო, კარგად მოწყობილი სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო.