ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე მაჩაბელს წიგნების ანგარიშში 23. 44 მანეთი გადასცეს, შიო ქუჩუკაშვილს – 4, ოლღა ჭავჭავაძეს – 15, გარკვეული თანხა სააღდგომოდ ჟურნალ-გაზეთების დამტარებლებს, ასევე ბანკისა და ფოსტის თანამშრომლებს დაურიგეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ბუღალტრის ჯამაგირის მომატების საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, პირველი ივლისიდან ჯამაგირი თვეში 5 მილიონ მანეთამდე გაზრდილიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს ცნობა, რა თანხა მიიღო საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილებისგან, რამდენი დახარჯეს და რამდენი დარჩათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ილია ბახტაძე; სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში — 10, ზაქარია გრიქუროვს — 112, წინარეხის სკოლის პედაგოგ თომა კევლიშვილს — 29. 23, ნიკოლოზ ცხვედაძეს წინარეხის სკოლის მშენებლობისთვის — 50 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს — 17. 50, გრიგოლ ჩარკვიანს კვიტანციების დაბეჭდვისთვის — 2, ხოლო ილია ხონელთან წიგნების გასაგზავნი 56 კაპიკი გააგზავნა. სულ გამგეობამ 356. 20 მანეთი გასცა.

პირები
წყარო

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ კიკალეიშვილი, ნინო ნოიტაკი, კონსტანტინე კიკიანი, გიორგი ბოკერია, გრიგოლ წულუკიძე და ერმალოზ ჯაში. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ სენაკის მასწავლებლად დაენიშნათ გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე, ხოლო სხვა კანდიდატთა განცხადებები განეხილათ მომდევნო სხდომაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ გამგეობას ჟურნალ „განათლების“ პერიოდულ გამოცემაში უნდა დაებეჭდა ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების შესახებ. ასევე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა დაეანგარიშებინა, თუ რა თანხა დასჭირდებოდა 16-გვერდიან დამატებას ჟურნალ „განათლებაში“. ლ. ბოცვაძის ცნობით, ასეთი დამატება წელიწადში გამგეობას დაუჯდებოდა 201 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით ორ მაჰმადიან ქართველს ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ილია ტოროშელიძეს ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილს ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციული სექციის გადაწყვეტილებით პავლე ინგოროყვას ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ 35 სხდომა გამართა და 120 საქმე განიხილა. იოსებ იულონის ძე დადიანი დაესწრო 12 სხდომას, სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი – 29-ს, სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი – 17-ს და ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა – 33-ს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 აგვისტოს ადმინისტრაციული სექციის წევრთა მიერ სტიპენდიების მთხოვნელთა სიის განსახილველად გამართულ კრებას ესწრებოდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარაში მოგზაურობისას გაიცნო მაჰმადიანი ქართველები, რომლებსაც ქართული წერა-კითხვა შეასწავლა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე იყო, 73 წევრი ჰყავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძე აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერ წიგნებს, რომლებიც იმ დროს თბილისის ბაზრობაზე გასახვევ ქაღალდებად გამოიყენებოდა.მან 500-ზე მეტი წიგნი მოაგროვა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500-ზე მეტი ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი გადასცა. 

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 აგვისტოს საქმისმწარმოებელმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თავისუფალი სტიპენდიების შესახებ მოხსენება განიხილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობას 5 სხდომა ჰქონდა და 15 საქმე განხილეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში ქართული თეატრის სცენაზე გამოჩნდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი. ის ჰამლეტის, ურიელ აკოსტას, ფრანც მოორისა და სხვათა როლებს ასრულებდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით თევდორე დავითის ძე ჟორდანიას ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე, შემოსავალი 1107. 79 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 649. 52. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი იყო 518. 27 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის თხოვნა მის მიერ წიგნების გამომცემელი სექციისთვის წარდგენილი ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისაგან საკანცელარიო და სხვა ნივთების შეძენა გადაწყვიტა. გამგეობამ ვაჭრობის წარმოება და საქონლის დალაგება შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილს დაავალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის 35 სხდომიდან ვასილ შამუის ძე ახვლედიანი დაესწრო 23-ს, ლადო ანტონის ძე ახობაძე – 25-ს, ლეონტი ლუარსაბის ძე გოცირიძე – 30-ს, დავით იაკობის ძე თედეშვილი – 28-ს და კლიმენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე – 17 სხდომას.