რეგისტრირებული ფაქტები49342
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს სენატის პირველი თავმჯდომარის, დავით ხელთუფლიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სენატისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წარმომადგენელთა კომიტეტის თხოვნა განსვენებულის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლავრენტი აგლაძის ქვრივის, ეფროსინე აგლაძის თხოვნა მისთვის დახმარების გაზრდის შესახებ. დახმარება თვეში 1 000 მან. ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, აგლაძის ქვრივისთვის პირველი თებერვლიდან თვეში 200 თუმანი მიეცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს სამუზეუმო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სვიმონ კლდიაშვილი და სხვ. სხდომაზე წილოსანის ქვრივმა სამუზეუმო კომისიას თავისი წილი მამულისთვის 30 000 მანეთი სთხოვა და კომისიას ბანკის ვალიც, 5 000 მანეთი, დააკისრა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თ. ბარათაშვილმა იკითხა, რისთვის უნდა გამოეყენებინათ სტიპენდიატების დაბრუნებული თანხა, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ დაბრუნებულ სასტიპენდიო ვალს საზოგადოება სკოლების დასაარსებლად გამოიყენებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ იკითხა, იხდიდნენ თუ არა ყოფილი სტიპენდიატები მიღებულ თანხას, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი სტიპენდიატი, გამგეობის წევრი, აბრუნებდა სასტიპენდიო ვალს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ქველმოქმედები – პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები სასტიპენდიო ხაზინას ყოველწლიურად 5 000 მანეთს სწირავდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე დასვეს ქართული რვეულების გამოცემის საკითხი, რომლის განხილვაც გამგეობამ მომდევნო შეხვედრისთვის გადადო. საკითხს ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის აგვისტოში 35 000 N 1 და 15 000 N 2 რვეული დაიბეჭდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა ატენის სკოლაში რევიზიის ჩასატარებლად წასვლას. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს სთხოვა კარიჭაშვილის მაგივრად წასვლა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, 72 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, 11 სხდომა გამართა და 5 საქმე განიხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ შიუკაშვილი, შემოსავალი 3445. 59 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 739. 43. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 2706. 16 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, 115 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, საკანცელარიო ნივთების მაღაზია შეიძინა. მაღაზიის მოგება ნიკო იოსების ძე ლომოურის სახ. სკოლის გახსნასა და განყოფილებასთან არსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს უნდა მოხმარებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას ნიკო იოსების ძე ლომოურის სახელობის სკოლის დაარსება სურდა, ამ მიზნით 1052 მანეთიც მოაგროვა, მაგრამ თანხის უკმარისობისა და ადგილის უქონლობის გამო განყოფილებამ განზრახვა ვერ განახორციელა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობამ 14 სხდომა გამართა და 70 საქმე განიხილეს. ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი დაესწრო 13 სხდომას, ამბროსი ბესარიონის ძე მებურიშვილი – 11-ს, დავით როსაპის ძე მაჭავარიანი – 9-ს, ივანე დიმიტრის ძე კვალიაშვილი – 13-ს, ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი – 7-ს, კირილე ივანეს ძე არველაძე – 5-ს, პარმენ ქველის ძე ჯაფარიძე – 9-ს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, 100 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის 35 სხდომიდან ივანე მათეს ძე თურქია დაესწრო 17-ს, მიხეილ ივანეს ძე კალანდარიშვილი – 26-ს, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე – 2-ს, ალექსანდრე გიორგის ძე მაღალაშვილი – 12-ს, რაჟდენ ლევანის (სოლომონის) ძე ნაცვლიშვილი – 17-ს და სერგო ლევანის ძე ღოღაბერიძე – 28-ს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ანა პარკაძის თხოვნა აუტანელი პირობების გამო საგურამოდან ატენის სკოლაში გადაყვანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე მასწავლებელთა ჯამაგირი თვეში 400 მანეთით გაზარდა. დღის წესრიგში ჩაინიშნეს სკოლებზე ზრუნვა და მათი პრობლემების შესწავლა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებისა და მთავარი გამგეობის საპატიო წევრად ალექსანდრე ყაზბეგის დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამგეობის წევრების დასახელება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა გრიგოლ რცხილაძისა და ლუარსაბ ბოცვაძის საზოგადოების საპატიო წევრებად დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე აირჩია საზოგადოების საპატიო წევრად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ტრიფონ შუბლაძე განჯის ქართული სკოლის გამგედ წარადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონს ძე რცხილაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.