ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48576

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში გიორგი სიმონის ძე ეგნატაშვილი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

გიორგი დომენტის ძე მაჭარაშვილი 1918-1919 წლებში სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 7 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მიმართა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან სასწავლებლის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად მ. ბალანჩივაძე დაენიშნათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი 1918-1919 წლებში იყო სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში დავით გიორგის ძე ჯორჯაძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ვასილ დავითის ძე მამულოვი სახალხო განათლების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბერს, მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ახალგაზრდული კავშირის განცხადებით, ნინა ივანეს ასული ბარანოვსკაია საბავშვო ბაღის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ალექსანდრე მნაცაკანის ძე აბრამიანი სიღნაღის სომხური უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გრიგორი ალექსანდრეს ძე გოძიევი სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელისაბედა ამირანის ასული შავერდოვი, ბაქოს გიმნაზიის კურსდამთავრებული, სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ს. არტემის ძე ოგანეზიანი სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული შოპაკატ გიორგის ძე დოვლათბეგიანი სიღნაღის სომხური უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის კურსდამთავრებული პოლიკარპე ილარიონის ძე კინწურაშვილი 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი ივანეს ძე ქორიძე 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ათანასეს ძე ფოცხიშვილი 1916 წელს დაფუძნებულ ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოლღა ანანიას ასული კალანდაძე, ქუთაისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ალექსანდრე ბესარიონის ძე თედორაძე 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მარიამ ვასილის სულავა, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურდამთავრებული, 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კიევის უმაღლესი სამხატვრო კურსების სტუდენტი ვალერიან ანქონის ძე ხმალაძე 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში საღმრთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა ნიკოლოზ ბარნაბიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ვიდრე სასულიერო გიმნაზია შეუერთდებოდა სასულიერო სემინარიას და მე-8 გიმნაზიად გადაკეთდებოდა, ნიკოლოზ ბარნაბიშვილი იყო საქმის მწარმოებელი სასულიერო გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი ივანეს ზე ბასიშვილი, მეოთხე კურსის სტუდენტი, 1913 წელს დაფუძნებული ცხინვალის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.