ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51696

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა მენშევიკთა აზრს, დამფუძნებელი კრების ფრაქციის წევრებს ხალხის თანდასწრებით მოეწონებინათ და დაედასტურებინათ კრების მიერ მიღებული კანონები. მას სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად მიაჩნდა, განსახილველი კანონების გარშემო კამათი ხალხში გადაეტანათ, რადგან ხალხს პოლიტიკური ბრძოლა სურდა და ამის დაუკმაყოფილებლობა პარლამენტარიზმს მოსპობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა მთელი საქართველოს მასშტაბით დანიშნული იყო სიღნაღში, საურთიერთო ნდობის ბანკში, კოტე იასეს ძე ტყავაძესთან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „შესანიშნავი ხელნაწერი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დ. პავლიაშვილის წერილი „ნეტარ სულთა ძახილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ველისციხელის ლექსი „ქალო საწყალო...“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის წერილი „ნეკრო-ლო-ღი“ ციურიხში გარდაცვლილი 22 წლის სტუდენტის, ვლადიმერ ნიკოლაძის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგმა პოლიევქტო კვიცარიძემ ორნაწილიანი ქართული გრამატიკა შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ბ. კარგარეთელმა საჩუქრად გადასცა ხელნაწერი „დავრიშიანი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ანა გაბაშვილმა საჩუქრად გადასცა ბესიკ გაბაშვილისა და პეტრე გიორგის ძე ლარაძის ხელნაწერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „ქართველი სტუდენტის დღე“, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის იუბილეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის წერილი „26 იანვარი“, რომელიც ეძღვნებოდა უნივერსიტეტის დღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ N1, რომლის რედაქტორი იყო სანდრო ცირეკიძე. ჟურნალის ფასი 30 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის წერილი „დრამატული საზოგადოების კრების საყურადღებოდ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, 19 საათზე, საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში, ფრეილინის ქ. N11, გაიმართებოდა საზოგადო კრება, რომელზეც ინჟინერი ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე წაიკითხავდა მოხსენებას „საჭირო ტექნიკური საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან კავშირში“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“, დასასრული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა ნიკოლოზ წვერავამ წინადადება წამოაყენა, რომ ნავთლუღის უღარიბეს უბანზე ბილეთის ღირებულება 2 მანეთი დარჩენილიყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ ქალაქის თვითმმართველობას არ შეეძლო ხელფასების მომატება, რადგან საბჭოს სალარო ცარიელი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რომის პაპის ლეგატმა ანტონ დელფიუშემ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონის „გმირისეულის ქალის“ II და III ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში უნდა დაებეჭდათ არჩილ მეფის ნაწერები, რომლის წინასიტყვაობა პოლიევქტო კვიცარიძემ შეადგინა.