ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49342

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ცხვედაძის ქვრივმა დახმარება ითხოვა, რადგან თავისი დანაზოგი ილია წინამძღვრიშვილს დაახარჯა. თანხის უქონლობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს „დედა ენის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ მოითხოვა, წიგნის დაბეჭდვის პირობები წარედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვის ხარჯებისთვის 335 მანეთი გადაედოთ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა შალვა მესხიშვილს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სასწავლებლების აღრიცხვა და განათლების სამინისტროსთვის გადაცემა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების თანახმად გასცა განკარგულება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სასწავლებელი განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადასულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე ახალ გამგეობას მასწავლებლებისთვის ჯამაგირის გასაზრდელად საჭირო ხარჯების აღრიცხვა დაავალა. სამინისტროს მიერ დადგენილი თანხის მოძიება ახალ გამგეობას მთავრობისთვის უნდა ეთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, შემოსავალი 539. 52 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 145. 52. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 394 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, 70 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, მუშაობა დაიწყო პირველ ივლისს და წლის ბოლომდე 5 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გამგეობის ქარხნის სხვადასხვა ხარჯების თანხა 262 მანეთი და 60 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე და ვარლამ ბურჯანაძე; სხდომაზე მიხეილ ახალბედაშვილმა ეფემია ინაურის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად 7 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის თხოვნა ქართული სკოლისთვის 50 საბავშვო წიგნის (მასწავლებელთა კავშირის გამოცემა) გაგზავნის თაობაზე. გამგეობამ კავკავის განყოფილების თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ია კარგარეთელის სახალისო სიმღერების გამოსაცემად რკინიგზის სტამბამ ავანსად 100 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ სტამბის თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაისვა შრომის სკოლისთვის მასწავლებლის არჩევის საკითხი. პედაგოგის არჩევა გამგეობამ სასკოლო სექციას მიანდო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, შიო არაგვისპირელი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ყალამშის სკოლის მასწავლებლის მოხსენება სკოლისთვის შენობის აგების შესახებ. გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ მის განცხადებას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს პირველი ნოემბრისთვის არსებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომაზე წაიკითხეს მოხსენება ალექსანდრე ხახანაშვილის დასაფლავებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი განყოფილებათათვის შემოსავალ-გასავლის წიგნის ბლანკის სასურველი ეგზემპლარის დაბეჭდვის შესახებ, რომელიც გამგეობას არ განუხილავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ მწერლების დასახმარებლად გამგეობას ხარჯთაღრიცხვით 180 მან. ჰქონდა გათვალისწინებული, საიდანაც 135 უკვე გაცემული იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის სამოქმედო გეგმა, რომლის შექმნაში გრიგოლ ბურჭულაძეც მონაწილეობდა, საყმაწვილო წიგნების კატალოგის, ბუნებისმეტყველებისა და ელემენტარული გეომეტრიის სახელმძღვანელოებისა და საქართველოს რუკის გამოცემას, „დედა ენასა“ და რუსულის სახელმძღვანელოში შესწორებების შეტანას ითვალისწინებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილმა სტუდენტ ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილისთვის სტიპენდიის მიცემაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ანა ხახუტაშვილს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს თამარ ძნელაძეს მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვორონეჟის საზოგადო პედაგოგიური ორგანიზაციის თხოვნა საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცისთვის ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გაგზავნის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების თავმჯდომარე ეპიფანე ჩხაიძემ  სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების დაწყების აუცილებლობის გამო ქართული ენის კურსების მოწყობა განიზრახა.