ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46066

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერთმოქმედებიანი ვოდევილი გადმოაკეთა მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძისამ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამმოქმედებიანი კომედია „დავიდარაბა“ ფრანგულიდან გადმოაკეთა დავით გიორგის ძე ერისთავმა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვლადიმერ გიორგის ძე გეგეჭკორის ლექსი „შობა“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ბართლომე კილაძისა და ექვთიმე ხელაძის სტამბაში მელიტონ კელენჯერიძის შედგენილი წიგნი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგიკო, საესთეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია „აღდგომის დღესასწაული საინგილოში“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია „აღდგომა ძველ დროს“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აპრილს გაზეთ „ივერიის“ რედაქციამ მიიღო ანასტასია თუმანიშვილის ახალი ქართული წიგნი, რომელიც შეიცავდა ფრანგულიდან გადმოთარგმნილ 5 საყმაწვილო მოთხრობას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი პარია კორიგანის თხზულება „პინოდას ბიძაშვილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა პართენ გოთუამ კითხვა დასვა მომარაგების ფონდის შესახებ, შეჰქონდა თუ არა ამ ფონდში ქალაქს თანხები და როდის დაიწყებდა ის მოქმედებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა გრიგოლ გველესიანმა იკითხა, როდის დაიწყებოდა სამეურნეო შემოქმედებითი მუშაობა, რომელიც ყველა დეფიციტს დაფარავდა, მან წამოაყენა საკითხი, რომ ქალაქს გაეყიდა ნავთი, რომელიც სულ მცირე, ათ მილიონ მანეთს მოუტანდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“იოსებ გრიშაშვილის „გამოსათხოვარი უსტარი“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის რადიოგრამა, გაგზავნილი ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუასა და ალბერტ ტომასისთვის, რომელშიც ის საერთაშორისო სამთავრობთაშორისო ორგანიზაციას „საბჭოთა მთავრობის ველურობისგან“ დაცვას სთხოვდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, ფრანგული პრესის მიხედვით, ქართულმა ჯარმა თბილისის წინააღმდეგ ბრძოლაში სამი ბოლშევკური დივიზიის შეტევა მოიგერია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობაში“ დაიბეჭდა სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძის (ფსევდონიმით მოხუცი) წერილი „ფრონტიდან, ომი თუ ლხინი“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართველები რუსეთის ჯარის შემოსვლას არ შეეგუებოდნენ, „ჩვენ ნამდვილი მამულის შვილები გვყავს- გაწყდებიან, მაგრამ მის დამღუპველს მაინც არ დაემონებიან“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს ქართველი თავადაზნაურობის სახელით მფარველი ანგელოზის ხსენების დღე მიულოცა. მიხეილ რომანოვმა პასუხად მადლობის წერილი გამოუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთში „ერთობა“ ჭიათურის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანტონის ძე ანთელიძე წერდა, რომ ყველაგან გროვდებოდა სურსათი და ფული ფრონტისთვის, „ხალხი მზადაა გაიმარჯვოს ან მოკვდეს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ქალის მშვენიერების იდეალი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვნებისთვის. ბევრ რუსს სურდა ქართული ენის შესწავლა და სახელმძღვანელოს არქონის გამო ვერ ახერხებდნენ, ზოგიერთ მათგანს კერძო მასწავლებელიც ჰყავდა და მისი დახმარებით სწავლობდა ენას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის ავტორობით IX საუკუნის ტყავზე ნაწერი „საგალობელი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენას გეგმავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „რძალ-დედამთილის ჩხუბი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგიო და საისტორიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხავდა მოხსენებას „ქრონიკა კავკასიის არქეოლოგიის“ შესახებ კავკასიის შტაბის სამხედრო რჩევის დარბაზში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფელეტონი „ძეგლი“.

1888

ტიპი: ავტორობა

ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1888 წლის მაისში წარმოადგენდნენ შემდეგ სპექტაკლებს: ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ „ოტელოს“, „მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღის განმავლობაში“ და ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ციმბირელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე საბახტარაშვილმა მილანის სავაჭრო პალატის შეერთებულ კრებაზე განაცხადა, რომ საქართველოს სურდა ნედლეულის – ქვანახშირის, მარგანეცისა და თამბაქოს გაცვლა მატყლზე, ქსოვილზე, სასოფლო-სამეურნეო იარაღზე და სხვ.