ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49342

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1909 წლიდან საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც ჩაწერილები იყვნენ: ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, თამარა ალექსის ასული ყაზახაშვილი, ანა აბელის ასული აბელაშვილი, ნინო ივანეს ასული როსტომაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ სოფიო ვასილის ასული ვახვახიშვილი, ელენე შიუკაშვილი, თამარა ყაზახაშვილი, ელენე ვახვახიშვილი, ნინა როსტომაშვილი, ანა აბელაშვილი და ქეთევან რუსიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ გიორგი ბაბოშვილი, ალექსანდრე გიორგის ძე გონჯიაშვილი, ვალერიან იოსების ძე კიკნაძე, მარკოზა კევლიევი, ნიკოლოზ სიმონის ძე ეგოროვი, გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძე, მღვდელი ვასილ მაისურაძე, ვლადიმერ მიხეილის ძე ხელაშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები – იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა მთავარგამგეობის მდივან ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის საქმიანობის ანგარიში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წიგნების გავრცელებისთვის 465 მანეთი და 8 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ ანა ნიკოლოზის ასულ ჭავჭავაძეს თბილისის განყოფილების წიგნის მაღაზიიდან 500 მანეთის რუსულ-ქართული სახელმძღვანელოს და რვეულის ნისიად მიღება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კანცელარიის მეორე მსახურის მოწვევის შესახებ, რომელსაც საწყობის გამგის განკარგულების აღსრულებაც დაევალებოდა. გამგეობამ მსახურის მიწვევა გადაწყვიტა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ მასწავლებელ ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა (N7449) გაუგზავნა და მისი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. 23-ე მუხლის თანახმად, საზოგადოების კრებას გამგეობის წევრად 5 ან 7 პირის დანიშვნა შეეძლო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია აგლაძემ განაცხადა, რომ მაღაზიისა და საწყობის მოგების აღრიცხვისთვის ანგარიშში ცალკე განყოფელება შეეტანათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის გამრთობი საზოგადოების გამგეობის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის თავის ინვენტარიანად გადაცემის შესახებ. საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა გამართული ქალაქის გამგეობასთან, რის გამოც საკითხი დროებით ღიად დატოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 ივლისს ქ. თელავში ჩატარდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. კრებამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინა მადლობა წიგნებისა და საწერ ნივთების მაღაზიის გამგე მარიამ კურდღელაშვილისთვის, რომელიც მუყაითობითა და სასარგებლო შრომით გამოირჩა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საინჟინრო ათასეულის სამხედრო კომისარმა გამგეობას ათასეულის ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მათი გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებას 21 წევრი ესწრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია და მათი შეგროვებული საწევრო, 90 მან., გაუგზავნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მარტს სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბიძე, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორმა აცნობა, რომ ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად კეთილსაიმედოობის მოწმობის გარეშე ვერ დაამტკიცებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მაქსიმილიანე ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის გადასაცემად ბანკისგან შეიძინა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე სასახლე და საწისქვილე მამული. ცნობა ამის შესახებ მთავარ გამგეობას მიაწოდა თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო-საადგილმამულო კომისიამ. მთავარმა გამგეობამ სთხოვა საზოგადოების თელავის განყოფილებას ბანკის მამულების გამგე ა. დ. ციციშვილისგან მამულის ჩაბარება, ჩაბარების ოქმის შედგენა და მამულის ინვენტარის სრული აღწერა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილისთვის გაგზავნილ წერილში მადლობას უხდიდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას, რომელმაც თელავის განყოფილებისთვის ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სასახლე და საწისქვილე მამული შეიძინა ყვარელში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანაშემწის, ივანე ავალიშვილის თხოვნა კორექტორის თანამდებობის დაკავების შესახებ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ გოგნიაშვილის ქვრივის, ნინო შიუკაშვილის ნამსახურობის ქაღალდის ასლი და ატესტატი გაუგზავნა, რათა სამასწავლებლო დირექციას შიუკაშვილი იმ სკოლის მასწავლებლად დაემტკიცებინა, რომლის გახსნასაც საზოგადოება თელავში აპირებდა.