ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ გამგეობის მხრიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანა იყო დასჯა, ხოლო ახლა თავისი შუამდგომლობით გამგეობა უარყოფდა სასჯელს. მისი აზრით, შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა პირველ გადაწყვეტილებას და ამიტომ ის არ ეთანხმებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სამსონ ყიფიანის თხოვნა მიეწერათ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, თუ როგორ გაესტუმრებინა მათი ანგარიშის თანახმად სკოლის შენობაზე ზედმეტად დახარჯული თანხა. დადგინდა, თხოვნა გაეგზავნათ ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამზრუნველოსთვის განსახილველად და გადასაწყვეტად, რადგან ის განაგებდა სკოლების ნივთიერ მხარეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ანა კოლიაშვილის თხოვნა საზოგადოების ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კოლიაშვილი ერთ-ერთ კანდიდატად ჩაერიცხა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მხედველობაში მიეღო სურათების მბეჭდავ ზაქარია ლაბაურის თხოვნა ხელფასის მომატების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა ახალარჩეული წევრების – პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავის, სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძის, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელის, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვის, თავმჯდომარე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის და თავმჯდომარის მოადგილე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის – დამტკიცების შესახებ და განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის დეკემბერში საზოგადოების შემოსავალი 561 741. 48 მანეთი იყო, გასავალი – 560 880. 73 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ხარჯების დასაფარად სამეურნეო ბანკიდან ერთი თვით 100 000 მანეთის კრედიტის აღება გადაწყვიტეს. ბანკთან მოლაპარაკება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის თხოვნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში დატოვების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თხოვნა არ დაეკმაყოფილებინა და შეეტყობინებინა მისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაეწყო მასწავლებელთა მოწვევა და სენაკის სკოლის საქმეების მოწყობა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, თელავში განყოფილების დაარსებისთანავე გამგეობამ სასამართლოში საქმე აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ, რომელიც განსვენებულ ილია ზარაფიშვილის ვალის – 2 000 მანეთის – სანაცვლოდ ზარაფიშვილის საზოგადოებისთვის ნაანდერძევ სახლებს ითხოვდა. საზოგადოების წარმომადგენელი სასამართლოში გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მომავალში გამგეობას განზრახული ჰქონდა თავისი სკოლისთვის მესამე განყოფილების დამატება, ჭავჭავაძის მამულის მოწესრიგება (თუ თავადაზნაურობა დაეხმარებოდა), ამ მამულში სკოლის ჩადგმა, ბიბლიოთეკის დაარსება, საკვირაო სკოლების გახსნა და სხვ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისში ახალდაარსებულმა წიგნების გამომცემელმა საზოგადოებამ გამგეობას მოსე ჯანაშვილის შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის ნებართვა სთხოვა. ლექსიკონი ავტორისგან ქშწკგ საზოგადოების გამგეობას ჰქონდა შეძენილი. გამგეობამ წიგნების გამომცემელი საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და ფასზე შეთანხმება ვარლამ ბურჯანაძესა და შალვა გოგებაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ განყოფილების სკოლაში სწავლა-აღზრდის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამგეობამ 1912 წლის სექტემბერში სკოლას მეორე განყოფილება დაუმატა და მოიწვია კიდევ ერთი მასწავლებელი. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 25 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებას 205 წევრიდან 52 ესწრებოდა. კრების თავმჯდომარის, იოსებ შვილევის წინადადებით დამსწრეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს მიხეილ ყიფიანის, დავით სარაჯიშვილისა და დიმიტრი მაისურაძის ხსოვნას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრმა, ნიკიფორე მამინაიშვილმა დაადასტურა, რომ თელავის წიგნის მაღაზიამ ნამდვილად ჩაიბარა ილია ჭავჭავაძის წიგნები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იასონ გაბილაიამ ლანჩხუთში ლექცია წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 აგვისტოს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: კირილე ივანეს ძე ჩიხლაძე, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი, პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ანტონის ძე მელია და ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის თბილისის მეოთხე გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასის დამთავრების ატესტატი (საბუთი №232) და კეთილსაიმედოობის მოწმობა (საბუთი №10 060).

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის მათი სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო მონადირაშვილის მასწავლებლად დამტკიცების თაობაზე თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორთან შუამდგომლობა სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა ნინო მონადირაშვილის დაბადების მოწმობა, სამოსწავლო და სწავლის დამთავრების ატესტატები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, საზოგადო კრება არ გაუმართავს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აცნობა, რომ მალე წარუდგენდა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობას.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 224 წევრი ჰყავდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ხუთი ფურცელი, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 მანეთი იყო. ამ თანხიდან, რომელიც სოფიო ვახვახიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა, 60 მანეთი ყოველწლიურად თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ერთი ღარიბი ქართველი ქალის აღსაზრდელად უნდა გადაედოთ, დანარჩენი კი საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლას მოხმარდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომლის დროებითი თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ფონდს გასაძლიერებლად 50 მანეთი გაუგზავნა თბილისში და დაადგინა, რომ ფონდისთვის ყოველწლიურად 25 მანეთი ეგზავნა.