ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46066

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა „ქართველთ წმ. მეტაფრასნი და საგალობელნი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა რუსულიდან ნათარგმნი 868 გვერდიანი „ტიბიკონი სრული“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 266 გვერდიანი „ტიბიკონი საბას ლავრისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა „დავითნი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა „ქართველთ წმიდათა ცხოვრება“. მას აკლდა გვერდები და არ იყო სრული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალფეზ მიქელაიშვილის წერილი „გარეშე ცნობა, ღია წერილი (ბ. ბ. ძმ. ნარსიებს ქუთაისში)“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ზაქარია ჭიჭინაძე იუწყება, რომ ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის სახლში აღმოჩენილი ცისა და დედამიწის მოდელის სანახავად მსურველებს შეეძლოთ მისვლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ვარსკვლავთ-მრიცხველობის განძი“. ავტორის ცნობით, ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის ოჯახში აღმოჩნდა ისტორიული და ვარსკვლავთმრიცხველური განძი – თითბრის ფიცრისგან დამზადებული დედამიწის მოდელი ცის მნათობებით, ზღვებით და მთელი შემადგენლობით, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდა. საოცარი ოსტატობით იყო აღნუსხული დედამიწის ტრიალი, წელიწადთა და დროთა ბრუნვა, მთვარისა და მზის მოძრაობა. წარწერა, რომელიც დედამიწისა და ცის მოდელს ჰქონდა, ვახტანგ მეფეს ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს ზესტაფონში გაიმართა დამფუძნებელი კრება ზესტაფონის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელზეც მოხსენება წაიკითხა კონსტანტინე ანთაძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული“, რომელშიც დაბეჭდილია შიო მღვიმელისა და ილია სიხარულიძის ლექსები, დავით კასრაძის, ნ. ყორჩიბაშის და ილ. გოგიას მოთხრობები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ზესტაფონიდან ქალაქის მოურავმა ჩხეიძემ უდეპეშა, რომ შორაპნის სამაზრო ერობის გამგეობა აღშფოთებული იყო პროვოკაციით, რომელსაც ეწეოდა გაზეთი „ივერია“ თავის მეთაურ სტატიაში ნაც-დემოკრატების სახელით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ქ. ზესტაფონის მოურავი ჩხეიძე სწერდა, რომ ადგილობრივი გვარდიის შტაბი ასრულებდა ქალაქის გამგეობის დავალებას იარაღის შეკრების შესახებ, ქალაქის ხმოსანი გვალია და აგრეთვე ექვსი სხვა მოქალაქე მინისტრის სავალდებულო დადგენილებათა დარღვევისთვის დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ სოციალისტებიც.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას და იმედოვნებდა ორი ერის კარგ ურთიერთობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც მადლობას უხდიდა ქართველ საზოგადოებას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის მილოცვისთვის.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა გამოაქვეყნა გიორგი ბრწყინვალის ისტორია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრიდან პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ შვიდი წლის გოგო-ბიჭებს მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში მომავალი წლის სექტემბერში კიდევ ერთი განყოფილება გაიხსნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრის თვიდან იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ, სწავლების კურსი სამწლიანი გახდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, გასული წლის გამოცდილებამ უჩვენა, რომ შეუძლებელი იყო გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროსი განყოფილებისთვის და საქალებო გიმნაზიის პირველი კლასისთვის 2 წლის განმავლობაში კარგად მომზადებულიყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა დოდოს მონასტრის „გულანი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელი წერდა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას შესწირეს წიგნები: „მამულის საერთო მფლობელობაზედ“, „გლახის ნაამბობი“, „სალამური“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ბანჯგვლიანის ფუტკრის ამბავი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელმა მოსკოვში მყოფ ქართველ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობის გაღებისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე „ავაზაკნის“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი „ქართული ანდაზების“ ავტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 ივლისის ავლაბრის ეკლესიაში წმინდა მარინეს დღესასწაულზე სოლომონ შოშიევმა განაცხადა, რომ ავლაბრის ეკლესიის სამრევლო სკოლას არ ჰქონდა საშუალება ხარჯებს გასწვდომოდა და ამიტომ, მას მრევლი უნდა დახმარებოდა. ეს მათი მოვალეობა იყო.