ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51668

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განჯის გიმნაზიის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წაიკითხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განაცხადა, რომ განჯის გიმნაზიაში რაოდენობრივად პირველ ადგილზე ქართველი მოსწავლეები იყვნენ, მეორეზე – რუსები, მესამეზე – თათრები და სომხები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ოქტომბერს სტარიცკიმ განაცხადა, რომ განჯის გიმნაზიაში სულ 226 მოსწავლე სწავლობდა. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი სომხები იყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „შმაკის“ ცნობით თბილისელი სომხების სემინარიის მასწავლებელმა აბესალომ იოანესიანმა დიდი რუსულ-სომხური ლექსიკონი შეადგინა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გიორგი გვაზავას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში კონსტიტუციის პროექტის შესახებ (სტენოგრამა)“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს გაზეთ „მეურნეში" ვლადიმერ ჯანდიერმა გამოთქვა აზრი საგარეჯოში საზოგადო- სასოფლო ვენახის დაარსების შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილის ფელეტონი „ეთნოგრაფიული წერილები“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის ავტორობით პოლ ბურჟეს რომანი „ცოდვა სიყვარულისა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ დაბეჭდა წიგნი „საბა სულხან ორბელიანი“, რომელიც წინასიტყვაობას, ბიოგრაფიას, სიბრძნე-სიცრუიდან რჩეულ იგავ-არაკებსა და რთული სიტყვების განმარტებებს მოიცავდა. იგი 42 გვერდისაგან შედგებოდა და 3 შაური ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავმა ქართულად თარგმნა ორმოქმედებიანი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძემ ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“ გადმოაკეთა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის ფელეტონი „ცოდვა სიყვარულისა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე გივის ძე ამილახვარმა ნაცნობებსა და ნათესავებს აუწყა, რომ გარდაიცვლა დედა ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგმა მწერალმა კანდიანი-კოლონამ ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ თარგმნა ფრანგულად პროზის სახით.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „PARIS-ის“ ოქტომბრის ნომერში ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის რედაქტორობით მალე დაიბეჭდებოდა წიგნი „დასტულამა“, რომელიც ქართლის ცხოვრების ბევრ დაფარულ ნაწილს ნათელს მოჰფენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ძველ მეგობარს“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „სატყეო საქმე ჩვენში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ფელეტონი „მწერლობა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში ცალკე კაბინეტი იყო გამოყოფილი სასწავლო ნივთებისა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღებისთვის.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს ჰქონდა ფასეულობა და მიზნები, მაგრამ მთავარი ამ მიზნების შეთანხმება იყო მოცემული ერის ეკონომიკურ სტრუქტურასთან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, რომელშიც აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვის აზრით, განსხვავება მის გუნდსა და ჟორდანიას თანამოაზრეებს შორის იმაში მდგომარეობდა, რომ თუმანოვი და მისი მომხრენი მტკიცე საფუძვლების მქონე სახელმწიფოს აშენებას აპირებდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონია მოხსენება საქართველოს მომავალი წყობის შესახებ. მოხსენების მიხედვით, გლეხობა რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგაც ყოველთვის მუშათა კლასს მიყვებოდა კუდში და აღიარებდა მის ჰეგემონიას.