რეგისტრირებული ფაქტები49342
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის საზოგადო კრების დადგენილების თანახმად გამგეობამ სტილისტ-ხელმძღვანელის, გამომცემლობის საქმეთა გამგის, ხაზინადრისა და კორექტორის თანამდებობების დაარსება გადაწყვიტა. ამისთვის ნახევარი მილიონი გამოყო და თანამდებობებზე გამგეობის წევრები დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შემსწორებელ კომისიებში გამგეობის წევრებიც მუშაობდნენ და დროებითი ხასიათის შრომის ჯილდოს ღებულობდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიის შენიშვნა სკოლებში ბიბლიოთეკებისა და განყოფილებების უმოქმედობის შესახებ სიმართლე არა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ სკოლები თავიანთი ინვენტარით და ზოგიერთი ბიბლიოთეკაც იმ პირობით, რომ მოქმედება არ შეეწყვიტათ ერობებს გადაეცა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწაროებელ გრიგოლ ყიფშიძეს გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა (მასწავლებელი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური) დაათვალიერეს აღბულაღის ტყის უფროსმა ალენინმა, ადგილობრივმა მომრიგებელმა შუამავალმა და ბორჩალოს მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლმა სიმონიშვილმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში (ერთი ოთახი) იყო მოთავსებული და ორი განყოფილებისგან შედგებოდა. 1915-1916 სასწავლო წელს ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ამ სკოლის პედაგოგი იყო, სკოლაში საღვთო სჯულსაც ის ასწავლიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებელის, ქრისტინე ალექსანდრეს ასულ ბიბილურის წლიური ხელფასი 600 მანეთი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რომელშიც წლიურად 50 მანეთს იხდიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველ სექტემბერს ქრისტინე ალექსანდრეს ასულმა ბიბილურმა ვარიანის სკოლაში მუშაობას თავი დაანება.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებლად საზოგადოებისვე ბორბალოს სკოლის პედაგოგი ნატალია ბასილაშვილი დაინიშნა, რომელიც ბორბალოში დანიშვნამდე 4 წელი წილკნის სამინისტრო სკოლაში ასწავლიდა. ნატალია ბასილაშვილს გორის ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლას (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) 51 მართლმადიდებელი ქართველი მოსწავლე ჰყავდა, I განყოფილებაში – 21 და II განყოფილებაში – 30. წლის განმავლობაში სკოლა დატოვა ოთხმა მოსწავლემ, თითო კლასიდან ორ-ორმა. იმავე კლასში არცერთი მოსწავლე დარჩენილა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლამ (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) პირველ ოქტომბერს დაიწყო. წლის მანძილზე სულ 166 სასწავლო დღე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლას ჰქონდა: 206 სახელმძღვანელო, 34 კლასგარეშე საკითხავი წიგნი, 17 სამასწავლებლო წიგნი და 90 სასწავლო ნივთი. ახალი მასწავლებელ ნატალია ბასილაშვილის აზრით, სკოლა კიდევ საჭიროებდა საბუნებისმეტყველო შინაარსის წიგნებს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოებამ ვარიანის სკოლაზე (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) 1156. 21 მანეთი დახარჯა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა და ერთ ოთახში სკოლის გამგე იყო დაბინავებული. მასწავლებელი ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სამგანყოფილებიან სკოლაში 3 მასწავლებელი იყო და თითოეულ კლასს თავისი მასწავლებელი ჰყავდა. I განყოფილების პედაგოგი იყო ნინო ივანეს ასული ლაშხაური, II განყოფილებისა – ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი, III განყოფილებისა – ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის დაწყებითი სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბიბლიოთეკას, რომელიც ერობისთვის არ გადაუციათ, საზოგადოება აძლევდა დახმარებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დიმიტრი დუმბაძემ აღნიშნა, რომ გამგეობას წლის განმავლობაში მეტი წიგნის გამოცემა შეეძლო. მან ასევე განაცხადა, რომ გამგეობას სარევიზიო კომისიის დაუკითხავად გამგეობის წევრების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე უშანგი ელიავამ აღნიშნა, რომ წლიურ ანგარიშში საზოგადოების წლიური მოგება უნდა ყოფილიყო ნაჩვენები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობას თავის მიერ შეძენილი რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონების გამოსაცემად მომზადება დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილებით გამგეობას იმ განყოფილებების ლიკვიდაცია დაევალა, რომლებიც აღარ მოქმედებდნენ და განახლების იმედიც ნაკლები იყო.