ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ქართული კარაბადინის შესახებ ვრცელი ბიბლიოგრაფიული წერილი შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო მარის მოსაზრება „სიბრძნე ბალავჰარისას“ შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „ორი დობილი“ დასასრული დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სამნაწილიანი საქართველოს ისტორია შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ლეჩხუმის მაზრის შესახებ ქაიხოსრო გელოვანის სტატია დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის 1888 წლის 1-ელი ივლისის ბალანსი დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ივანე მაჩაბელი და დიმიტრი ფავლენიშვილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“, „ქალების ეხლანდელი აღზრდა განათლების“ შესახებ ანასტასია თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „ორი დობილი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ალხაზაშვილმა წიგნი „საკმურნალო წამალთა სწავლა“ შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიას მიერ ფრანგულიდან თარგმნილი „მეფის ასული მიმი და მისი მიჯნურნი“ დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვასილ კოპტონაშვილმა გამოაქვეყნა სტატია „აღდგომა დღე“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი „ქართული მწერლობა“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა რედაქციას შეატყობინა, რომ თავს უკეთ გრძნობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ჯავახეთში მდებარე მურჯის შესახებ ვასილ კოპტონაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამია გურიელმა ჰომეროსის ილიადას რამდენიმე თარგმანი შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატია „საერო ენა და სათემო კილო“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას ეთნოგრაფიული აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია ენის განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დიმიტრი ხახუტაშვილმა საზოგადოებას განუცხადა, რომ არ იყო იმ წერილის ავტორი, რომელიც „ივერიის“ N159-ე ნომერში მეჯვრისხევს შესახებ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო სახოკიამ ვოლტერის მოთხრობა „გულწრფელნი“ თარგმნა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა სასულიერო წოდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას ეთნოგრაფიული აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეხუთე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხახანაშვილის ჩანაწერი თუშეთის შესახებ.