რეგისტრირებული ფაქტები49342
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში სოფელ გურჯაანის სკოლის მასწავლებელმა, კარმელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 8 ცალი „დედა ენა“ და სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო სამ-სამი ცალი „სურამის ციხე“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“, პატარა ლოცვანი და 9 ცალი ი. გოგებაშვილის „დედა ენა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მაჭავარიანის რეცენზია დავით კასრაძის ნათარგმნი პიესების შესახებ. გამგეობამ მაჭავარიანს თარგმანის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკო შიუკაშვილის წინადადება თავისი ნაწერების გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, როცა ქაღალდი ექნებოდა, საერთო წესის მიხედვით დაებეჭდა მისი პიესები.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, შესთავაზა, ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტატიანას კომიტეტისგან მიღებული ფულით სკოლასთან თავშესაფარი და სახელოსნო გაეხსნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აუწყა, რომ 84 მოსწავლიდან ღარიბი იყო 2 ქალი და 25 ვაჟი, მათ საკუთარი სახსრებით არ შეეძლოთ წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების შეძენა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ იმ დროისთვის სკოლაში სწავლობდა 4 მოსწავლე ქალი და 80 ვაჟი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება (N1) გაუგზავნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელს გაუგზავნა დადგენილება, კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ (მასწავლებელმა მიიღო 29 ნოემბერს).
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის 23 სხდომიდან რაჟდენ დუმბაძე დაესწო 19-ს, იასონ ლორთქიფანიძე – 4-ს, იოსებ შვილევი – 17-ს, ივანე ფიცხელაური – 18-ს, ივანე დუმბაძე – 16-ს, მოსე სულუხია – 20-ს, ვასილ კაიშაური – 9-ს, მიხეილ ბურდული – 10-ს, ვვლადიმერ ლოლუა – 5-ს, დიმიტრი ცისკარაული – 12-ს, დიმიტრი ფარესიშვილი – 10-ს, დავით სხირტლაძე – 2-სა და დიმიტრი ერქომაიშვილი – 7-ს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მოსამსახურე პირებმა საზოგადოებას შეშის შესაძენად ერთდროულ დახმარებად თითოეულისთვის 10 000 მანეთი სთხოვეს. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას ანგარიშის გასაკეთებლად და შემოსავლის 20%-ის გასაფორმებლად საჭირო ბლანკები გაუგზავნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სოფიო კულიკოვსკაიას ანდერძი. გამგეობამ ეს ამბავი კულიკოვსკაიას ნების აღმასრულებელს, ივლიტა ადამის ასულ ფორაქოვისას, აცნობა და სთხოვა, ნაანდერძევი 1 000 მანეთი კავკავის სკოლისთვის გადაეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია ღულაძემ იკითხა, სწორი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ სახალხო დირექტორის თანაშემწეს წინარეხის სკოლა ორჯერ დაკეტილი დახვდა. ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ის ხშირად ადიოდა წინარეხის სკოლაში და ოცზე ნაკლები მოსწავლე არასდროს დახვედრია. აღნიშნა, რომ ერთ დროს სკოლას ცუდი თვალით დაუწყეს ყურება, რადგან თანხის შემოტანა ეზარებოდათ, თუმცა ეს საკითხი მოგვარდა. ცხვედაძემ წინარეხის სკოლის სასწავლო პროცესის დამაბრკოლებელ მიზეზად დაასახელა გლეხებს შორის უთანხმოება, რომელიც მოგვარდა. კრებამ დაადგინა თვალყური ედევნებინათ წინარეხის სკოლისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების შემდეგი წევრები: ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძე, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია და პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – ილია ჭავჭავაძე) წლიურ კრებაზე ფეხზე წამოდგომით პატივი მიაგეს საზოგადოების პირველი თავმჯდომარისა და დამფუძნებელი წევრის, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის ხსოვნას. გადაწყვიტეს, მისი მეუღლისთვის სამძიმარი წერილობით გამოეცხადებინათ, ყიფიანის სურათი კი სამუდამოდ კანცელარიაში დაეტოვებინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს მთავრობისაგან 5 მილიონი მანეთის სესხად აღების, ტყვარჩელის მადნების დამუშავების, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებისთვის დახმარების აღმოჩენის, მოსამსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, კავკავის სკოლის უზრუნველყოფის და სხვა პრობლემური საკითხები.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე გამგეობამ 54 წიგნი და რვეული გამოსცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის იანვრიდან 20 ოქტომბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გამართულ 16 სხდომიდან ტიტე კახიძე დაესწრო 16-ს, იოსებ შვილევი – 9-ს, ივანე ფიცხელაური – 6-ს, მოსე კალანდარიშვილი – 12-ს, ზაალ მჭედლიშვილი – 9-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 11-ს, გრიგოლ ბურდული – 6-ს, ზაქარია კიკნაძე – 3-სა და იასონ ლორთქიფანიძე – 9-ს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3450 სურათი ჰქონდა. წლის განმავლობაში მხოლოდ ორი სურათი დაემატა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსვენებული მასწავლებლის, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ოჯახს საზოგადოების ანგარიშიდან 10000 მანეთი გადაეცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გ. ყაზბეგი) თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევის მიერ კავკავის ქართულ სკოლაში ჩატარებული რევიზიის დასკვნა გაუგზავნა საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) და სთხოვა, საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინათ სკოლის ვითარების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად სწრაფად ეცნობებინათ პასუხი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.