ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს სამსონ მუმულია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლაში, რომელშიც სწავლა 212 დღეს გაგრძელდა – პირველ სექტემბერს დაიწყო და პირველ ივნისს შეწყდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში 47 მოსწავლე სწავლობდა. იმის გამო, რომ სწავლის მსურველი მეტი ბავშვი იყო, მასწავლებელი ეკატერინე ბახტაძე საღამოობითაც ამეცადინებდა მოზრდილ მოსწავლეებს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურეების ხელფასისთვის 1 300 მანეთი გამოიყო, ოლღა ჭავჭავაძის ბინის ქირისათვის – 300, მწერლების დასახმარებლად – 240, ილიას ძეგლის მომვლელის ხელფასისთვის – 24, გრიგოლ დადიანის პრემიისთვის – 223. 75 მან., ღოღობერიძის პრემიისთვის – 400, სასტიპენდიო ხარჯებისთვის – 10 311. 78, გურიანთის სკოლისთვის – 117. 29, ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად – 3 000, ილიასეული ყვარლის მამულის გასაუმჯობესებლად – 400, ილიას გარდაცვალების ადგილზე ჯვრის დასადგმელად და ეფროსინე აღლაძის ქვრივის დასახმარებლად 300-300 მან.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოს დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა სთხოვა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილის შემოწირული თანხის (700 მან.) ნაწილი, 400 მანეთი, თელავის განყოფილებას გადაეცემოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლას საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში 6151 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი და ხელნაწერი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის კი მათმა რიცხვმა 6176-ს მიაღწია.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკავის სკოლაში 5 განყოფილება იყო, 4 პედაგოგი ასწავლიდა და 340 მოსწავლე ჰყავდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგებლობაში მხოლოდ ბათუმისა და კავკავის სკოლები დარჩა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 2-ჯერ დაესწრო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, 44-ჯერ – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 42-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლა სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილების მიერ გაგზავნილი 1915 წლის აბედათის ბიბლიოთეკის ანგარიში მიიღო. ანგარიშის მიხედვით, ბიბლიოთეკა 1908 წელს გაიხსნა და მას მალაქია კიკალიშვილი და იონა ანჯაფარიძე ხელმძღვანელობდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ვალი 49 225 მანეთი და 26 კაპიკი ჰქონდათ სხვადასხვა პირებს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ იმ წლის 22 ივნისის სხდომაზე საადგილმამულო კომისიამ დაასკვნა შემდეგი: დაწესებულებების სუბსიდირება სკოლის შენობების ასაშენებლად და გასამართავად არ შედიოდა მის კომპეტენციაში, ამიტომ საზოგადოების თელავის განყოფილების თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის თანხის გადაცემას ილია ჭავჭავაძის მამულში სკოლის ასაშენებლად, არ დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხებოდა მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოწესრიგებას, ამისათვის შეიძლებოდა გარკვეული თანხის გამოყოფა, მხოლოდ იმის შემდგომ, რაც საადგილმამულო კომისიას გაეგზავნებოდა ცნობა, თუ რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა საზოგადოებას 700 მანეთი შესწირეს. ამ თანხიდან 300 მანეთი ილია ჭავჭავაძის მოკვლის ადგილზე ჯვრის აღმართვას უნდა მოხმარებოდა, 400 – ილიას ყვარლის მამულის შეკეთებას.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 19 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს თხოვნა მასწავლებლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში სამუშაოდ წასვლა ელიოზ ხუციშვილისთვის ეთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ, რომლიც მდივანი იყო ივანე პაატაშვილი, 1913 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში გაუგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულმა საზოგადოებამ გამგეობას მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე რეკომენდაცია სთხოვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად – აღდგენილიყო საზოგადოების კავკავის განყოფილება,  სკოლის შენობა გათავისუფლებულიყო მუნიციპალიზაციისგან და განათლების სამინისტროს აღმოეჩინა მატერიალური დახმარება. გამგეობამ კავკაველ ქართველებს დახმარება აღუთქვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ აცნობა, რომ გარდაცვლილი ილია ზარაფიშვილის მეუღლე, სოფიო ზარაფიშვილი, ქმრის მევალე ვილკევიჩისგან მათთვის ნაანდერძევი სახლების გამოსყიდვას ცდილობდა. თელავის განყოფილება სახლების გამოსყიდვას მთავარ გამგეობას სთხოვდა, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 13 სექტემბერს ვილკევიჩს ვალის სანაცვლოდ აუქციონზე უნდა გაეყიდა ილია ზარაფიშვილის სახლები. ზარაფიშვილის ანდერძის მიხედვით, ეს სახლები მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ იადვიგა ვილკევიჩი პირველ სექტემბრამდე აპირებდა ზარაფიშვილის სახლების საქმეზე მორიგებას, თუ არა, პირველ სექტემბერს სახლებს აუქციონზე გაიტანდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის მაზრის ერობის სკოლის გარეშე განათლების ინსტრუქტორის თანაშემწის თხოვნა ბუნდოვანი სურათების საჩვენებელი ფარნის თხოვების შესახებ. გამგეობამ ფარნის 1-ელ იანვრამდე თხოვება გადაწყვიტა.