ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49225

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს აკაკი ხოშტარიას, რომ ვლად. გაბაშვილი და მისი ცოლი ელ. სუხომლინოვისა დიდი ხანია გოროხოვიას ციხეში სხედან.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „მგზავრის დღიურები“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა გადასახადთა მომატების განხილვისას უპასუხა ოპოზიციას, რომ კრიტიკა უადგილო იყო, რადგან სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო ხალხის შენახვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა დაკლულ საქონელზე ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დასკვნით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუციშვილის სტატია ახალქალაქის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეცხრე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის პირველი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „მესხეთი და ბ-ნი. ნიკოლოზ ურბნელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი თევდორე ღლონტი გადასახადთა მატების წინააღმდეგი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სამსონ ყიფიანის განცხადება, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ოქრომჭედლიშვილის წერილი „ვინ მოიგონა ქართული ანბანი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ოქრომჭედლიშვილის წერილი „ვინ მოიგონა ქართული ანბანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ იოსებ იმედაშვილმა არიელის ფსევდონიმით გამოქვეყნა სტატია „ავლაბრის აკადემია“, რომლითაც გააკრიტიკა იოსებ გრიშაშვილი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ მონპელიეს ქართული წიგნსაცავის გამგე ვლადიმერ ცხადაძე მადლობას უხდის ანტონ გოგიაშვილს, იოსებ ლეჟავას, ინასარიძესა და ზარაფიშვილს დაწესებულებისთვის სხვადასხვა წიგნის შეწირვისათვის.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ხელწერილი მისცა სვიმონ არუთინოვს, რომ მიჰყიდდა წიწამურსა და საგურამოში მოწეულ მოსავალს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ თავის დას, ელისაბედ ჭავჭავაძეს, შეატყობინა, რომ თბილისში ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიან სახლში რემონტი დასრულდა და ბინები უკვე გააქირავა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს, შეატყობინა, რომ მის მიერ გაგზავნილი მასალა გაზეთში დასაბეჭდად არ გამოდგებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპაში ყველას ხელი ხმლის ვადაზე უჭირავს“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 მაისი“, რომელიც ილიას სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში სათაურით „ახალი ხმოსნების არჩევნები“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 15 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ნავთის საქმის მომავალი კავკასიაში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო ბანკის გამართვა თავადაზნაურთათვის“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში  დაიბეჭდა სათაურით „უყურადღებობა ვარჯიშის მიმართ ეხლანდელ სკოლებში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 19 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ფილოქსერა“.