ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან 1200 მანეთის ოდენობის სტიპენდია მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში კავკავის სკოლას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი განყოფილება ინახავდა. საზოგადოება სკოლას 211760 მანეთით დაეხმარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნსაცავში 2157 ქართული ხელნაწერი და 4795 დაბეჭდილი წიგნი იყო. წლის განმავლობაში კიდევ დაემატა და 1921 წლის პირველი იანვრისთვის 2158 ხელნაწერი და 5025 წიგნი გახდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე რაისა ჩიხლაძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 175 მანეთი ჰქონდა მიღებული, ვლადიმერ ემუხვარს – 350, შალვა ქიქოძეს – 1485, ალექსანდრე შვანგირაძეს – 415, შალვა თაბუკაშვილს – 350, დიმიტრი ბარნაბიშვილს – 420.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის, სარევიზიო კომისიის მიერ შედგენილი ანგარიშების, საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის, დედა ენის შესწორებით გამოცემის, წიგნების გამომცემლობის საქმის გაფართოების, გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვისა და სხვა საკითხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს დასაბეჭდად წარდგენილი წიგნების რეცენზიების, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის დახმარების, საზოგადოების ქონების დაზღვევის, ბითუმად ვაჭრობის, მაღაზიის გამგის დანიშვნის და სხვა საკითხები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ვალერიან ახვლედიანს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიიდან 795 მანეთი ჰქონდა მიღებული, მალაქია გობეჯიშვილს – 1025, შალვა მოსიძეს – 850, დავით მელაძეს – 225, ქრისტეფორე რაჭველიშვილს – 825, ალექსანდრე სოლოღაშვილს – 250.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 50 სხდომიდან არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი არც ერთს არ დასწრებია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე სიმონ დიდიმამიშვილს ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიიდან 1400 მანეთი ჰქონდა მიღებული, ილია ტოროშელიძეს – 525, დავით ჩიქოვანს – 850, დავით ნიკიტინს – 75.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს სამსონ მუმულია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლაში, რომელშიც სწავლა 212 დღეს გაგრძელდა – პირველ სექტემბერს დაიწყო და პირველ ივნისს შეწყდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში 47 მოსწავლე სწავლობდა. იმის გამო, რომ სწავლის მსურველი მეტი ბავშვი იყო, მასწავლებელი ეკატერინე ბახტაძე საღამოობითაც ამეცადინებდა მოზრდილ მოსწავლეებს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურეების ხელფასისთვის 1 300 მანეთი გამოიყო, ოლღა ჭავჭავაძის ბინის ქირისათვის – 300, მწერლების დასახმარებლად – 240, ილიას ძეგლის მომვლელის ხელფასისთვის – 24, გრიგოლ დადიანის პრემიისთვის – 223. 75 მან., ღოღობერიძის პრემიისთვის – 400, სასტიპენდიო ხარჯებისთვის – 10 311. 78, გურიანთის სკოლისთვის – 117. 29, ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად – 3 000, ილიასეული ყვარლის მამულის გასაუმჯობესებლად – 400, ილიას გარდაცვალების ადგილზე ჯვრის დასადგმელად და ეფროსინე აღლაძის ქვრივის დასახმარებლად 300-300 მან.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოს დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა სთხოვა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილის შემოწირული თანხის (700 მან.) ნაწილი, 400 მანეთი, თელავის განყოფილებას გადაეცემოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლას საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში 6151 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი და ხელნაწერი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის კი მათმა რიცხვმა 6176-ს მიაღწია.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკავის სკოლაში 5 განყოფილება იყო, 4 პედაგოგი ასწავლიდა და 340 მოსწავლე ჰყავდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგებლობაში მხოლოდ ბათუმისა და კავკავის სკოლები დარჩა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 2-ჯერ დაესწრო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, 44-ჯერ – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 42-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლა სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილების მიერ გაგზავნილი 1915 წლის აბედათის ბიბლიოთეკის ანგარიში მიიღო. ანგარიშის მიხედვით, ბიბლიოთეკა 1908 წელს გაიხსნა და მას მალაქია კიკალიშვილი და იონა ანჯაფარიძე ხელმძღვანელობდნენ.