რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ვალი 49 225 მანეთი და 26 კაპიკი ჰქონდათ სხვადასხვა პირებს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ იმ წლის 22 ივნისის სხდომაზე საადგილმამულო კომისიამ დაასკვნა შემდეგი: დაწესებულებების სუბსიდირება სკოლის შენობების ასაშენებლად და გასამართავად არ შედიოდა მის კომპეტენციაში, ამიტომ საზოგადოების თელავის განყოფილების თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის თანხის გადაცემას ილია ჭავჭავაძის მამულში სკოლის ასაშენებლად, არ დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხებოდა მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოწესრიგებას, ამისათვის შეიძლებოდა გარკვეული თანხის გამოყოფა, მხოლოდ იმის შემდგომ, რაც საადგილმამულო კომისიას გაეგზავნებოდა ცნობა, თუ რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა საზოგადოებას 700 მანეთი შესწირეს. ამ თანხიდან 300 მანეთი ილია ჭავჭავაძის მოკვლის ადგილზე ჯვრის აღმართვას უნდა მოხმარებოდა, 400 – ილიას ყვარლის მამულის შეკეთებას.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 19 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს თხოვნა მასწავლებლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლაში სამუშაოდ წასვლა ელიოზ ხუციშვილისთვის ეთხოვა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ, რომლიც მდივანი იყო ივანე პაატაშვილი, 1913 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში გაუგზავნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულმა საზოგადოებამ გამგეობას მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე რეკომენდაცია სთხოვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად – აღდგენილიყო საზოგადოების კავკავის განყოფილება, სკოლის შენობა გათავისუფლებულიყო მუნიციპალიზაციისგან და განათლების სამინისტროს აღმოეჩინა მატერიალური დახმარება. გამგეობამ კავკაველ ქართველებს დახმარება აღუთქვა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ აცნობა, რომ გარდაცვლილი ილია ზარაფიშვილის მეუღლე, სოფიო ზარაფიშვილი, ქმრის მევალე ვილკევიჩისგან მათთვის ნაანდერძევი სახლების გამოსყიდვას ცდილობდა. თელავის განყოფილება სახლების გამოსყიდვას მთავარ გამგეობას სთხოვდა, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 13 სექტემბერს ვილკევიჩს ვალის სანაცვლოდ აუქციონზე უნდა გაეყიდა ილია ზარაფიშვილის სახლები. ზარაფიშვილის ანდერძის მიხედვით, ეს სახლები მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ იადვიგა ვილკევიჩი პირველ სექტემბრამდე აპირებდა ზარაფიშვილის სახლების საქმეზე მორიგებას, თუ არა, პირველ სექტემბერს სახლებს აუქციონზე გაიტანდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის მაზრის ერობის სკოლის გარეშე განათლების ინსტრუქტორის თანაშემწის თხოვნა ბუნდოვანი სურათების საჩვენებელი ფარნის თხოვების შესახებ. გამგეობამ ფარნის 1-ელ იანვრამდე თხოვება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების თავმჯდომარე 44-ჯერ იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 5-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და 1-ჯერ – სერგო იაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე შალვა ტატიშვილს ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 1 425 მანეთი ჰქონდა მიღებული, სილოვან ყიფიანს – 1 450, ლეო შენგელიას – 1 050, გიორგი ჩიტაიას – 800, თამარ ძნელაძეს – 1 700.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების თავმჯდომარის მდივნად პლატონ ლეჟავა აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლა დაათვალიერა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუმიზმატიკურ კოლექციაში 5495 მონეტა იყო. მათგან 1513 იყო ქართული, 514 – რუსული, 831 – რომაულ-ბერძნულ-ბიზანტიური, 186 – ევროპული და 2391 – აზიური. წლის განმავლობაში ნუმიზმატიკურ კოლექციას არაფერი შემატებია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მუზეუმში 1003 ნივთი იყო, წლის ბოლომდე 39 დაემატა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლა დაათვალიერეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ და თბილისის განყოფილების გამგეობის მუდმივმა წევრმა თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის სხდომებიდან მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე და მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე დაესწრნენ 10-ს, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე და თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი – 2-ს, იორდანე მიხეილის ძე გოცაძე – 4 სხდომას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო სენაკის განყოფილების მიერ გაგზავნილი ნაქალაქევის ბიბლიოთეკის 1915 წლის ანგარიში. ანგარიში შეადგინეს ნესტორ გაგუამ, ლუკა შალამბერიძემ და ივანე ფარცვანიამ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, მიხეილ დავითაიამ და მდივანმა, დავით ქობალავამ სენაკის გამგეობას აცნობეს, რა პირობებში გაიხსნა ბიბლიოთეკა და სახალხო გაზეთის გამოწერა სთხოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშძე, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკა დაარსდა 1916 წლის 10 იანვარს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ მათეს ძე დავითაია.