ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46029

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 მარტს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა კირილე შევარდნაძის წერილი „ესეც „უცნაურია?!“, რომელიც ეხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილს „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 მარტი“ („კარგა ხანია, რაც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა გამართეს...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 22 მარტი“ („ჩვენს მეთაურში ამას წინათ ვთქვით...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თავადი ნ. ზ. ჭავჭავაძე. ნეკროლოგი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („მართალია, კაცო, რასაც ჰლაპარაკობენ?...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი („რუსულ ჟურნალში „Неделя“-ში დაბეჭდილია...“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ სახალხო სკოლების უფლებათა შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ივლისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილის „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“ გაგრძელება.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 9 ივლისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“ , რომელშიც წერს, რომ „ივერია“ კაპიტალიზმის გავლის გარეშე პირდაპირ სოციალიზმში შესვლას აღუთქვამს მკითხველს.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 10 მაისს გაზეთში „Тифлисский вестник“-ში გამოქვეყნებულ ნიკო ნიკოლაძის სტატიაში „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკა“ გაკრიტიკებულია სათავადაზნაურო ბანკის გამგეობა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“ გამოქვეყნდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „დავით იესეს ძე ჩუბინიშვილი“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 8 სექტემბერს ილია ჭვჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციას დეპეშით შეატყობინა, რომ დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა ალექსანდრე ცაგარელმა ითავა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძემ პარიზიდან ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას წერილი მიიღო. იგი ილიას სწავლის დასრულებამდე ფინანსურ დახმარებას სთხოვდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის დეკემბერის ჟურნალ „ივერიის“ მეთორმეტე ნომერში, ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „საანდაზო ლექსები“ და ივან ტურგენევის „ლექსნი პროზითა“, „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“ გამოქვეყნდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ცნობილი რუსი მწერლის, ივან ტურგენევის თხზულებები: „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“ თარგმნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „დავითიანიდან“ ამოკრეფილი საანდაზო ფრაზები დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქართველი დედის ავტორობით ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ წერილი დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის რეცენზია ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვას“ დაეთმო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 7 მარტს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი საქონლის მოტაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა იაკობ პოლონსკის ლექსის „ბედა მქადაგებელი“ თარგმანი.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავის, ნენე ჭავჭავაძე ანდრონიკაშვილისაგან წერილი და ცოტაოდენი თანხა მიიღო.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის ძველი გამგეობის მუშაობის შესახებ“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 11 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატიის „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“ მეორე ნაწილი.