ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46029

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 1-ელი ნოემბერის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 31 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის გამგეობის მტკივნეული საკითხები“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციას დეპეშით შეატყობინა, რომ დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის იუმორისტული მოთხრობა „ჭიდაობა“, რომელშიც სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის გამოსვლები იყო გაშარჟებული.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ყოფნისას თარგმნა ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი „მგზავრის მწუხრისეული სიმღერა“ სათაურით „ჩრდილნი მაღალ მთებისა“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ნარკვევი“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 6 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „განა „საჭირო“ უდროოა?“, რომლითაც ნიკოლაძემ აკაკი წერეთლის სტატიას „უდროვო ბრძოლა“ უპასუხა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 14 სექტემბერის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პროფესორ დ. ი. ჩუბინაშვილის მემკვიდრეების კეთილი თაოსნობა“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის კრიტიკული წერილი „უდროვო ბრძოლა“, რომელიც ქუთაისის ბანკის საკითხებზე ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის კამათს ეძღვნებოდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 16 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „მრუდე გამოსარჩლება“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 28 მაისს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „რატომ და რისთვის (პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს)“ მეორე ნაწილი.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ივნისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის წერილის „რატომ და რისთვის“ პასუხად „Тифлисский Вестник“-მა დაბეჭდა სტატია „ცხარე პასუხი თბილისის სამიწათმოქმედო ბანკის მმართველობას“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის მიერ მოწვეულ ყრილობას. ყრილობის განხილვის საგანი იყო არსებული ჟურნალ-გაზეთები და ახალი გაზეთის დაარსების საჭიროება.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გაზეთი „კავკაზი“ მათგან გადაბეჭდილ სტატიებს ამახინჯებდა. განცხადებას ბრალდების მტკიცებულებად ახლდა ილია ჭავჭავაძის წერილი ნიკო ნიკოლაძის შესახებ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვარში პეტრე უმიკაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ დაწერეს სტატია „ვისრამიანის დაბეჭდვის გამო“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 16 ივლისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილის „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“ გაგრძელება.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („საკვირველი კაცია ჩვენი პატივცემული...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („უკვე გაზეთებში გამოცხადდა ამას წინათ...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „ნეკროლოგი, ილია ოქრომჭდლიშვილი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სვეტიცხოვლის ტაძარში დაესწრო მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავის გამო გადახდილ წირვასა და პანაშვიდს.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 9 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სიმინდის საქმე იმერეთში“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ტფილისის სასულიერო სემინარიაში...“).