ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ყაზბეგის „მამის მკვლელის“ ტექსტზე შენიშვნები გააკეთა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 18 იანვარი“ დასასრული. ეს წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 30 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭყონიას სტატია „დასაბადებელ დღეურას“ მაჭახელაძის ფსევდონიმით. წერილი ილია ჭავჭავაძის ახალი გაზეთის გამოსვლას ეხებოდა.

1859

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის დარბაზში დადგა ცოცხალი სურათები „ძველი აღთქმიდან“ და „მეფე ლირიდან“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 1 თებერვალი“ დასასრული. წერილი ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო სოფლის მეურნეობის გამოცდას, ამიტომ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა ინსპექტორს, ფიცტუმ ფონ ეკშტეტს, თხოვნით მიმართა, საპატიოდ ჩაეთვალათ 28 მაისს გაცდენილი გამოცდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების გამო“ და ნარკვევის „ცხოვრება და კანონი“ მეორე ნაწილი გამოქვეყნდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 27 მაისს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში ილია ჭავჭავაძის წერილი „რატომ და რისთვის“ გამოქვეყნდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით მთაწმინდის ქუჩაზე გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვა დაიწყეს. „ივერიის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ფელეტონი „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ უფროს დას, ნინო ჭავჭავაძე-აფხაზისას, წერილი გაუგზავნა და სთხოვა, იმ ქალისთვის, რომლის ოჯახშიც შვილივით იყო მიღებული, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი გაეგზავნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის იანვრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ საცენზურო კომიტეტის სახელზე განცხადება დაწერა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისი 21 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ასტყდა ომი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ჩვენის ქალაქის ჯანმრთელობის საქმე“ გამოქვეყნდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პოემებიდან: „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „პატარა საუბარი“ („თ.გ. თუმანოვი გუშინდელ „Новое Обозрение“-ში...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „პატარა საუბარი“ („გენერალ-ლეიტენანტმა, აწ განსვენებულმა ს. ი. ქიშმიშოვმა...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული წერილისა „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ („ჩვენი წინანდელი ფელეტონი შევაყენეთ...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ლ მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი წერილისა „ოინბაზობა თუ სულელობა?“ („ყველამ იცის, რომ...“) თბილისში პოლიტექნიკუმის გახსნისადმი გიორგი თუმანიშვილის დამოკიდებულების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება...“), რომელიც ეძღვნება მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების 100 წლისთავს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბაქრაძის წერილი სათაურით „ახალი ამბავი“ ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში ვსთქვით, რომ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 24 აპრილი“ („ცარიელი ინჟენერობა, მკურნალობა და ადვოკატობა...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ჩვენი ერთი დიდი უბედურება ის არის...“).