ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 18 ოქტომბერი“ („იმ მიზეზთა შორის, რომელნიც აქეზებს...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 15 ოქტომბერი“ („ჩვენ წინა წერილებში შევნიშნეთ იმ საბუთების ძალით...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ შავიზღვისპირელის ფსევდონიმით დაიბეჭდა თედო სახოკიას წერილი რედაქციისადმი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 27 სექტემბერი“ („არიან თათრებ შორის იმისთანანი...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ჩვენებურ თათრებს ზამთრის საცხოვრებელი ცხელ ადგილებში აქვთ...“) გაგრძელება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 20 სექტემბერი“ („ჩვენებური თათარი უფრო ეული კაცია...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 18 სექტემბერი“ („პირაქეთელი ოსები ჰბინადრობენ გორის მაზრაში...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ამიერკავკასია დასახლებულია მრავალგვარ თესლის მკვიდრთაგან...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის დასაწყისი სათაურით „ტფილისი, 12 სექტემბერი“ (წლევანდელი წელიწადი განსაკუთრებით შესანიშნავია...).

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ყაზბეგის „მამის მკვლელის“ ტექსტზე შენიშვნები გააკეთა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ვახტანგ ორბელიანის ბიოგრაფია დაწერა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ მხატვრულ-ისტორიული მოთხრობა „ამბავათ გაგონილნი“ გამოაქვეყნა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 14 აპრილამდე ილია ჭავჭავაძემ დაწერა გაგრძელება ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, მაგრამ არ გამოაქვეყნა. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი შეტანილია სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 13 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსი, რომლებიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურებით „ვიხილე სატრფო: იგი ცრემლებს ღვრიდა...“ და „სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ოსმალოს საქართველო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი – მართლა და ცხარი ბაასი“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“ 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ფ. ნათიევის წერილზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა მასწავლებელ ფ. ნათიევის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილზე „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისი 21 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ასტყდა ომი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი სწავლების მეთოდი.