ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 6 მაისს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძემ სათაურით „წერილი რედაქტორთან“ საზოგადოების სასარგებლოდ გამართული მეჯლისის შემოსავლის ანგარიში გამოაქვეყნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის აპრილის დასაწყისში ალექსი წერეთელმა, თურქეთში რუსეთის იმპერიის ვიცეკონსულმა, მეუღლის, მარინა უსპენსკაიას ხელით ილია ჭავჭავაძეს ბარათი გაუგზავნა. წერეთელი ილიას რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო ომის დაწყების შემთხვევაში პეტერბურგისთვის ტელეგრამით ინფორმაციის გაგზავნას სთხოვდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 აპრილამდე ანონიმურად გამოვიდა ივანე მაჩაბლის ბროშურა „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული ილია ჭავჭავაძის საქმიანობა არა მხოლოდ ბანკში, არამედ გაზეთში, წერა-კითხვის გამავრცელებელ, დრამატულ, სათავადაზნაურო სკოლის დამფუძნებელ საზოგადოებებში და სხვ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „საფრანგეთი, აი დეპუტატთა პალატის წევრთა არჩევანიც ...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „განწირულებითი მდგომარეობა საფრანგეთისა ...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხები და საიჯარო მამულები“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი პლევნის დაპყრობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი საფრანგეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხთა მამულების ვალში გაყიდვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „Кавказ“-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „Тифлисский вестник“-ში რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვის მიერ გამოქვეყნებულ შენიშვნაზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებმა ყარსი აიღეს“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“, რომელშიც აკრიტიკებს ნოე ჟორდანიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა“ („ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მის „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე...“), რომელშიც აგრძელებს პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 13 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ახირებული კაცი ყოფილა ბ-ნი ჟორდანია...“), რომელშიც ეხმიანება ნოე ჟორდანიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 აპრილი“ („დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ფელეტონი „ასის წლის წინად (პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში)“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 დეკემბერი“ („თავმოწონებას ინგლისისას თავზარი დაეცა...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 დეკემბერი“ („საოცარს სანახაობას წარმოადგენს დღევანდელი ომი...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 ოქტომბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მისმა ბრწყინვალებამ...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 10 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 9 ოქტომბერი“ („არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენს „ივერიაში“...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ალექსანდრე პუშკინის ლექსების „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“ მისეული თარგმანები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 8 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ XII ნაწილი („სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ X ნაწილი („ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას არა ჰკმარობს... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ IX ნაწილი („И камни вопиют!....Камни не лгут!.. – იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 3 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VIII ნაწილი („სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ... “).