ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 20 ოქტომბერს გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ დაბეჭდა ინგლისური პრესის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ XI ნაწილი („ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრემს...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 25 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ II ნაწილი („სომეხთა მეცნიერთა და მათთა ამქართა ოინები... “).

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეთორმეტე ნაწილი.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში...“

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან..."

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალფონს დოდეს მოთხრობა „სამი ათასი ფრანკით“ გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ მეთერთმეტე ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ნოემბერში დავით კეზელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლად აყვანა სთხოვა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ყოფნისას თარგმნა ფრიდრიხ შილერის ლექსი „ცრემლთა შინა ნუგეში“. ორიგინალში ნაწარმოების სათაურია „ქალწულის ჩივილი“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალფონს დოდეს მოთხრობა „სახლი იყიდება“ გამოქვეყნდა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა „გუთნისდედის“ მეორე ვარიანტი დაწერა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ქართვლის დედა".

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს უსათაურო ლექსი „როცა შევყურებ...“

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ბევრი ვიტანჯე...“

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა პირველი რედაქცია ლექსისა „ვაი, მას ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად...“, რომელიც იწყება სიტყვებით: „ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ჰაინრიხ ჰაინეს მიბაძვით პეტერბურგში დაწერა ლექსი „მეცა მქონია კარგი მამული“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი „ლოყით მოეპყარ...“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭავჭავაძის „მუხამბაზი ლათაიურის“ მიბაძვით პეტერბურგში დაწერა ლექსი „ჩემი თარიარალი“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „რისთვის მიყვარხარ?“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 31 მაისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ხელმოწერით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვლილი წლის ანგარიში დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ ალფონს დოდეს მოთხრობა „თურკოსი კომმუნელთა შორის“ თარგმნა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი დაქვეითება სწავლა-განათლების საქმეში“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვალს ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ალფონს დოდეს მოთხრობა „თურკოსი კომმუნელთა შორის“.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი „კართა თანა“ თარგმნა.