რეგისტრირებული ფაქტები49330
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ გარჩეულა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას ჯერაც არ გააჩნდა არც სკოლა და არც ბიბლიოთეკა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1913 წლის პირველ იანვარს განყოფილებას ჰყავდა 30 წევრი, 1913 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 72 წევრი, ხოლო ორგანიზაციას გამოაკლდა 16 წევრი. ასე რომ, განყოფილებაში წლის ბოლოსთვის იყო 86 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და მდივანი გიორგი ზენაიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის 28 მარტს ჩატარდა განყოფილების ყველა წევრის საზოგადო კრება. კრებაზე წარმოადგინეს 14 იანვრის სადღესასწაულო საღამოს შემოსავალ–გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის 28 მარტს ჩატარდა განყოფილების ყველა წევრის საზოგადო კრება. კრებაზე განიხილეს ახალი წევრების მიღების საკითხი, აირჩიეს გამგეობის ორი წევრი, სამი კანდიდატი, სარევიზიო კომისიის წევრები. დასახეს გამგეობის მიზნები. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1913 წელს და წლის ბოლომდე ჩატარდა 4 სხდომა, რომელსაც გამგეობის ყველა წევრი დაესწრო. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის ზესტაფონის ქალთა კავშირის წევრებმა გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) მადლობა გადაუხადეს მოქალაქეებს ევ. გარაევისას და იორდანე ცერცვაძეს, რომლებმაც უსასყიდლოდ დაუთმეს ბინა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და ნინო ნაკაშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს იოსებ ირემაშვილი და შალვა გოგებაშვილი აცხადებდნენ, რომ ირემაშვილის სწავლას იაკობ გოგებაშვილი აფინანსებდა. შალვა გოგებაშვილის თქმით, სიკვდილის წინ ი. გოგებაშვილს სურდა ირემაშვილისთვის 300 მანეთი გამოეწერა ბანკიდან, თუმცა ჩეკზე ხელის მოწერა ვეღარ მოასწრო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ N1471 ბრძანებით გიორგი გიორგიძე 1-ლი სექტემბრიდან დანიშნულია ისტორიის მასწავლებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე და საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელმა ივანე ბედელაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელმაც კავკავის სკოლის მოსწავლები (24 ბიჭი) თავისი ხარჯით სამხეცეში წაიყვანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ქუთაისში ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლისი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობის წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, სამხედრო პირები, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 სექტემბერს კავკავში გარდაცვლილმა აზნაურმა სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიას ანდერძით დაუტოვა 400 თუმანი, რომლის სარგებლიდანაც 40 თუმანი უნდა მოხმარებოდათ ღარიბი მღვდლის შვილებს; პირველი შინაგანი სესხის 5%-იანი მომგები ბილეთი შესწირა კავკავის ქართულ სკოლას, ათ-ათი თუმანი – თბილისის გუბერნიის რამდენიმე მონასტერს. ს. საყვარელიძემ არც თავისი ღარიბი ნათესავები დატოვა უყურადღებოდ – ცოტაოდენი ფული ყველას უანდერძა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაისვა საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხი. გამგეობამ მისი განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების თანამშრომელთა შემცირების საკითხი განიხილეს. გამგეობის დადგენილებით შემდეგ კრებამდე უნდა გარკვეულიყო გასათავისუფლებელ პირთა რაოდენობა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო ორთვიანი შვებულების აღების შესახებ განცხადება წარადგინა. გამგეობამ კარიჭაშვილის განცხადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ სეირნობის მოწყობის საკითხი დაისვა. გამგეობამ ამ საქმის ორგანიზება ნინო ნაკაშიძესა და ივანე ელიაშვილს დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის გასწორებული და შევსებული „დედა ენის“ I ნაწილი მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. ის რედაქციას უგზავნის სოფ. კულაშში და სხვაგან შეგროვებულ ფულს (104 მან. 60 კაპ.) და შემომწირველთა სიას: ელენე კანდელაკისა, ვარლამ მიქელაძე, თომა კვანტალიანი, მელქისედექ მიქელაძე, თამარა ლ. მიქელაძე, იასონ მიქელაძე, ლ. სულავა, კატო მიქელაძისა, ტერეზია მიქელაძისა, ნოე მიქელაძე, ჭოჭი კანდელაკი, ნიკო დადიანი, ივანე ბ. მიქელაძე, შუშუნდი მიქელაძისა, მარო ბალანჩივაძე, თამარა ჩხეიძისა, მიშა ფოცხვერია, მაშიკო კანდელაკისა, შუშანიკა შენგელია, მღვდელი ჩაჩუა, ლადია ჯაფარიძისა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის ცეკავშირისთვის გადაცემის საკითხი დაისვა. გამგეობამ იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს ცეკავშირის მიერ მაღაზიის მიღების საკითხის გარკვევა დაავალა, თუ ცეკავშირი უარს იტყოდა, მათ კერძო პირებთან უნდა გაემართათ მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიის ბინის ხელსაყრელი პირობებით დათმობის თაობაზე.