რეგისტრირებული ფაქტები49330
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ჯანაშიას ქვრივ ელენე ჯანაშიას ერთდროული დახმარების სახით 600 მანეთი გადასცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას საწყობების შემოწმება-ჩაბარების შედეგები მოახსენა. მისი თქით, საბუღალტრო ჩანაწერებსა და აღწერის შედეგებს შორის მცირე უზუსტობები აღინიშნებოდა, მაგრამ მთლიანობაში საწყობები კარგ მდგომარეობაში იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა მაღაზიის გამგის თანაშემწედ დანიშვნის შესახებ. პრეზიდიუმმა იგი პასუხისმგებელ ნოქრად მიიწვია და ჯამაგირი თვეში 5 000 მანეთი დაუნიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო, მოადგილე – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ილია გიორგის ძე უნგიაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამივე კრებას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლის გარეშე მუშაკთა სახლის წარმომადგენელმა გამგეობას საზოგადოების ყველა გამოცემის თითო ეგზემპლარი სთხოვა. გამგეობა დათანხმდა და ნინო ნაკაშიძეს წიგნების გაგზავნის თვალყურის დევნება დაავალა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მოწვევით გაიმართა 30-კაციანი კრება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შესახებ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ სამსაჯულო პალატის წევრ ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილის, ექიმ ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძისა და ნაფიცი ვექილის, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის შემადგენლობით ძეგლის აგების ხარჯის გასაწევად 5525 მანეთი გამოყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივნისიდან თავმჯდომარე 8 000 მანეთს აიღებდა, მდივანი — 10 000-ს, სტილისტ-ხელმძღვანელი — 6 000-ს, წიგნის გამომცემლობის ხელმძღვანელი — 7 000-ს, ხაზინადარი — 4 000-ს, მუდმივი კორექტორი — 7 000-ს, ბუღალტერი კი — 10 000 მანეთს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გათბობის, ელექტროენერგიისა და სხვა წვრილმანი ხარჯისთვის 20 000 მანეთი გამოყვეს, საზოგადო კრებების საჭიროებებისთვის კი — 3 000 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის ბიბლიოთეკას უსახსრობის გამო უჭირდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე ავალიშვილის ფინანსური დახმარების საკითხი დასვეს. გამგეობამ გადაწყვიტა, 13 წელი ერთგული სამსახურისთვის მას 9 მილიონი მანეთით დახმარებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს მუზეუმებში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საეკლესიო მუზეუმი მოსავლელად და სარგებლობისათვის უნივერსიტეტს ჰქონდა გადაცემული და მსგავსი პირობებით უნივერსიტეტს საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებაც შეეძლო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას აკაკი შანიძემ და გრიგოლ პატარაიამ განაცხადეს, რომ საზოგადოებას წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის უნდა გადაეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ მადლობის წერილში ქართველ ქალთა ამხანაგობის თავმჯდომარე ოლღა ჭავჭავაძისა და გამგე ეკატერინე გაბაშვილის მადლობას უხდიდნენ იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის ქალთა სამკერვალოს მოსწავლეებისთვის 50 რვეულისა და 15 „დედა ენის“ შეწირვისათვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებისა და ჟურნალ გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემა და „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ გამოწერა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დავით კარიჭაშვილმა მოინახულა ილია ჭავჭავაძის ქვრივი ოლღა გურამიშვილი, რომელიც უმწეო მდგომარეობაში დახვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი. კრებას 14 რწმუნებული დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს წიგნსაცავ-მუზეუმის გახსნა დაავალეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მაღაზიის თანამშრომლის, ივანე ავალიშვილისთვის სალიკვიდაციო თანხის გადახდის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ ავალიშვილისთვის იმდენი თანხა, რამდენიც არსებული დეკრეტის თანახმად ეკუთვნოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მიმდინარე წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა განიხილეს. გამგეობის წევრები მიიჩნევდნენ, რომ შემოსავალი 4.212.732.12 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ ჯამაგირის თვითნებურად დანიშვნის ბრალდება უარყვეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ ალაგირში მოწყობილ კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების გარდა, სოფლის სამკითხველო და საკვირაო სკოლა გაეხსნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ წარდგენილი 1919 წლის ანგარიში დაამტკიცა.