ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ვის ნათესსა ვმკით?“

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ისევ კახეთის რკინისგზის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 30 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ გაგრძელება ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 15 ნოემბერს დავით ღამბაშიძემ გაზეთ „მწყემსში“ გამოაქვეყნა სტატია „მწარე ფიქრები“, რომელშიც ილია ჭავჭავაძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ივანე მაჩაბელს ბრალი დასდო, თითქოს მარი ბროსეს პრემიის თანხა არ დაუბრუნა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ჟიულ ფერრი“ დასაწყისი. წერილი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ვისთვის არის ეს საჭირო?“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 13 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „თეატრის მატიანე“ მეორე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „კავკასიის უნივერსიტეტი“ მეორე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 19 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ასათიანის მოკვლაზედ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ერთს პატარა შემთხვევაზე“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „თეატრის მატიანე“ პირველი ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ბერიძის წერილი მიიღო. ის ილიას ჟურნალ „ივერიისთვის“ თავის გრავიურებს სთავაზობდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „არყის ბაჟი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენი ხელოსნობა და ხელოსნები“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 18 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თვითმმართველობის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 13 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ეკონომიკა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 2 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „არ ვიცი, ღვთის წინაშე...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ მეორე ნაწილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 20 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა დასასრული წერილისა „ჟიულ ფერრი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „პირველი შკოლა ბათუმში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „კორესპონდენტი და საზოგადოება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 4 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ პირველი ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ მესამე ნაწილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 აპრილს ილია ჭავჭავაძემ განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის პოვნის შესახებ დეპეშა მიიღო.