ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51946

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო, მოადგილე – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ილია გიორგის ძე უნგიაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამივე კრებას დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლის გარეშე მუშაკთა სახლის წარმომადგენელმა გამგეობას საზოგადოების ყველა გამოცემის თითო ეგზემპლარი სთხოვა. გამგეობა დათანხმდა და ნინო ნაკაშიძეს წიგნების გაგზავნის თვალყურის დევნება დაავალა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მოწვევით გაიმართა 30-კაციანი კრება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შესახებ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ სამსაჯულო პალატის წევრ ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილის, ექიმ ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძისა და ნაფიცი ვექილის, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის შემადგენლობით ძეგლის აგების ხარჯის გასაწევად 5525 მანეთი გამოყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივნისიდან თავმჯდომარე 8 000 მანეთს აიღებდა, მდივანი — 10 000-ს, სტილისტ-ხელმძღვანელი — 6 000-ს, წიგნის გამომცემლობის ხელმძღვანელი — 7 000-ს, ხაზინადარი — 4 000-ს, მუდმივი კორექტორი — 7 000-ს, ბუღალტერი კი — 10 000 მანეთს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გათბობის, ელექტროენერგიისა და სხვა წვრილმანი ხარჯისთვის 20 000 მანეთი გამოყვეს, საზოგადო კრებების საჭიროებებისთვის კი — 3 000 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის ბიბლიოთეკას უსახსრობის გამო უჭირდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე არაბიძემ თბილისში თავისი გამომცემლობის წიგნების საწყობი გახსნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე ავალიშვილის ფინანსური დახმარების საკითხი დასვეს. გამგეობამ გადაწყვიტა, 13 წელი ერთგული სამსახურისთვის მას 9 მილიონი მანეთით დახმარებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას აკაკი შანიძემ და გრიგოლ პატარაიამ განაცხადეს, რომ საზოგადოებას წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის უნდა გადაეცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ მადლობის წერილში ქართველ ქალთა ამხანაგობის თავმჯდომარე ოლღა ჭავჭავაძისა და გამგე ეკატერინე გაბაშვილის მადლობას უხდიდნენ იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის ქალთა სამკერვალოს მოსწავლეებისთვის 50 რვეულისა და 15 „დედა ენის“ შეწირვისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებისა და ჟურნალ გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემა და „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ გამოწერა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დავით კარიჭაშვილმა მოინახულა ილია ჭავჭავაძის ქვრივი ოლღა გურამიშვილი, რომელიც უმწეო მდგომარეობაში დახვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი. კრებას 14 რწმუნებული დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს წიგნსაცავ-მუზეუმის გახსნა დაავალეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნის მაღაზიის თანამშრომლის, ივანე ავალიშვილისთვის სალიკვიდაციო თანხის გადახდის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ ავალიშვილისთვის იმდენი თანხა, რამდენიც არსებული დეკრეტის თანახმად ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მიმდინარე წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა განიხილეს. გამგეობის წევრები მიიჩნევდნენ, რომ შემოსავალი 4.212.732.12 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ ჯამაგირის თვითნებურად დანიშვნის ბრალდება უარყვეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 ნოემბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მიერ ალაგირში მოწყობილ კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების გარდა, სოფლის სამკითხველო და საკვირაო სკოლა გაეხსნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ წარდგენილი 1919 წლის ანგარიში დაამტკიცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1-ელი ივნისიდან საზოგადოება ეფროსინე აგლაძეს თვეში — 1 000, ხოლო ოლღა ჭავჭავაძეს 5 000 მანეთით დაეხმარებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონების დასაბეჭდად მომზადება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე ქართულ სკოლებს.