ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 14 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის უფლებამოსილების გაფართოება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 21 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საფუძველი კავკასიის უნივერსიტეტისა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 იანვარს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენი საზოგადოება მესხის ბენეფისსაც...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ მესამე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 20 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 18 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის ხელსაყრელი პირობები“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს პეტრე უმიკაშვილის თხოვნა თავისი ნათარგმნი ორი ნაწარმოების „ცისა და ქვეყნის ამბავი“ და „აუცერით ბავშვებს“ დაბეჭდვის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ბაზალეთში მცხოვრები გაბრიელ ჩრდილელისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის მისი ვაჟის, გაბრიელის სწავლის გაგრძელების დასახმარებლად ფულს ითხოვდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა მარჯორი უორდროპს, რომელშიც სწერს, რომ ძალზე მოხარულია მისი ყურადღებით და თანხმობას აძლევს პოემა „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის გამოცემაზე.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მარჯორი უორდროპის წერილი, რომელშიც ის ილია ჭავჭავაძეს სთხოვს პოემა „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნისა და გამოცემის ნებართვას.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „დროების“ მიმოხილვაში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქციაში 30 ნოემბერს საფრანგეთის კონსულის მ. მეიერის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთი შენიშვნა „ტფილისის მოამბეს“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „პ. უმიკაშვილის ახალს კომედიაზე...“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 22 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ მეოთხე ნაწილი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 30 მაისის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდილ დავით ღამბაშიძის სტატიაში გაკრიტიკებული იყო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის მუშაობა და ივანე მაჩაბელთან დაპირისპირებაში ილია ჭავჭავაძე იყო დადანაშაულებული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კიდევ „ტფილისის მოამბეს“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „Обзор“-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ბეჭდვითი მეყალბენი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელს შორის გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ნოვოე ობოზრენიში“ ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის წერილები გამოქვეყნდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდა ლექსი „როცა წუხილი მჩაგრავს უწყალო...“ .

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 თებერვალს დიმიტრი ყიფიანის თეატრის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ამხანაგობის სხვა წევრების – ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ავალიშვილის, დავით ერისთავის, ივანე მაჩაბლის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი თუმანიშვილისა და იოსებ ბაქრაძის – წერილი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც გაგრძელდა გეორგ ებერსის რომანის – „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბეჭდვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში გამოვიდა მიხეილ ნასიძის მიერ შედგენილი „ქართული ქრესტომათია“, რომელშიც გამოქვეყნდა ლექსი „გაზაფხული“, ნაწყვეტები „კაცია–ადამიანიდან?!“, „გლახის ნაამბობიდან“ და „განდეგილიდან“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტრე ნაკაშიძეს შეატყობინა, რომ მის მიერ გაგზავნილი სტატია ჩასასწორებელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის მარტში პეტრე ნაკაშიძემ ილია ჭავჭავაძეს ჟურნალ „ივერიაში“ დასაბეჭდად სტატია გაუგზავნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის იანვარში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ მისეული თარგმანის ბეჭდვა დაიწყო.