რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მაღაზიის გამგედ სასწრაფოდ უნდა მიეწვიათ განათლებული პირი. გამგეობა დაეთანხმა მის მოსაზრებას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 12 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განათლების კომისარიატის შუამდგომლობით პროფესორ სიმონ ლუკას ძე ავალიანის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიას უნდა ეწარმოებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების განყოფილებამ თავისი მაღაზიისთვის გამგეობას 25%-იანი ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, საზოგადოების გამოცემული წიგნები – 25%-იანი, ხოლო სხვა წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამოთქვა მოსაზრება ნავთლუღის ბიბლიოთეკის საზოგადოების კანცელარიაში გადატანის შესახებ. გამგეობამ მისი წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობიდან გაყიდული ნივთები 2 200 000 მანეთად შეაფასა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ს. ბახტაძე, ივანე ავალიშვილი და ლავრენტი სანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, აკაკის სახლში სკოლის გახსნის მსურველ მიწათმოქმედების კომისარიატისთვის გაეგზავნათ აკაკის ანდერძის ასლი. გამგეობამ კომისარიატს აკაკის სახლიდან კოტე აბდუშელიშვილის გამოსახლებისთვის საჭირო ზომების მიღებაც დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოების ასამოქმედებლად და გამოსაცოცხლებლად ყოველკვირეული გაზეთის – „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უწყებები“ – გამოცემის საკითხი დასვა. გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო განცხადებები და ცნობები საზოგადოების ღონისძიებათა შესახებ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მოიწონა და ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს, ვარლამ ბურჯანაძეს და ივანე ელიაშვილს დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს 4 აგვისტოს სარევიზიო კომისიის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ყურადღება უნდა გაემახვილებინა საგამომცემლო საქმიანობაზე, რადგან ეს მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 12 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები – ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე, სარევიზიო კომისიის წევრები – დიმიტრი დუმბაძე, გრიგოლ პატარაია და პროფესორ სიმონ ავალიანის ჭირისუფლების წარმომადგენელი ალ. კანდელაკი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო გამომცემლობის სარედაქციო კოლეგიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან ვაჟა-ფშაველას ნაწერებით სარგებლობის ნებართვა სთხოვა. გამგეობის დადგენილებით სარედაქციო კოლეგიას შეეძლო ვაჟა-ფშაველას ნაწერებით კვირაობით ესარგებლა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ყოველკვირეული გაზეთის „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უწყებები“ გამოცემის საკითხი დასვა. მასში უნდა დაბეჭდილიყო განცხადებები და ცნობები საზოგადოების ღონისძიებათა შესახებ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მოიწონა და ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს, ვარლამ ბურჯანაძეს და ივანე ელიაშვილს დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების თავმჯდომარე მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და განყოფილების მდივანმა ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარგამგეობას საბუღალტრო აღრიცხვის (საკვიტანციო დავთრის) ჟურნალის გაგზავნა სთხოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებამ საქმიანობა მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის ხელმძღვანელობით 1914 წლის 5 მაისს დაიწყო, ირიცხებოდა 53 ნამდვილი წევრი. საანგარიშო წელს განყოფილებამ გამართა 2 სხდომა და განიხილა 8 საქმე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა უსახსრობის გამო მთავარგამგეობას შემოსავლიდან მათთვის გადასახდელი 20 პროცენტის პატიება სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის დახმარების საკითხი. გამგეობამ ქვრივის ნათესავების სურვილით მისი ძველ ბინაში დატოვება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 იანვარს დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა და მეთოდე კაკაბაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ოლღა ჭავჭავაძის დახმარება 300-დან 2000 მანეთამდე გაეზარდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულ ოლგა აგლაძის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემების გადაცემის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების სასარგებლოდ გამგეობამ საჯარო კითხვა გამართა (თამარ მეფეზე მოხსენება ალექსანდრე იოსების ძე კვიტაშვილმა წაიკითხა), რომლიდანაც 28 მანეთი და 80 კაპიკი შემოვიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ აგვისტოს სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას ბაქოელი ქართველების მიერ შეკრებილი 61 მანეთი გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ აგვისტოს მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას 10 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1 აგვისტოს გიორგი გრიგოლის ძე ბურდულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას 25 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 დეკემბერს სარა ნიკოლოზის ასულმა გელოვანისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.