ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 5 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია „ჩვენი სტუმარი არტურ ლაისტი“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის სიტყვის დასასრულიც ჩართული იყო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისს გიორგი ქორქიამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა გარკვეული თანხის სესხება ათი დღის ვადით.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასაწყისი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 25 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კალიის გამოსვლა“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 16 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „თანდათან უფრო ვრწმუნდებით ...“

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 18 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „ხიზნების საქმე საიდან უნდა დაწყებულიყო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმის თაობაზედ“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ყიფიანის მიერ სახალხო სკოლებისთვის შედგენილი მათემატიკის სახელმძღვანელო განსახილველად თედო ჟორდანიასა და ივანე გამყრელიძეს გადასცეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 27 აპრილს გაზეთებში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის დიდუბეში დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში გამოქვეყნებულია სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ნიკოლოოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის პუბლიკაციის „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“ გაგრძელება. ის წერს, რომ საქალაქო არჩევნებში სომეხთა გამარჯვება სავსებით ლოგიკურია, რადგან მათ ბევრად მეტი ამომრჩეველი ჰყავთ. ის აკრიტიკებს ილია ჭავჭავაძეს და აბსურდულს უწოდებს მის მოთხოვნას ხმების თანაბრად განაწილების შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის თებერვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ რვეულში ჩაიწერა მასალები გაზეთ „კვალიდან“ და გააკეთა კრიტიკული კომენტარები. სავარაუდოდ, აგროვებდა მასალას სტატიის დასაწერად.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 2 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტუსაღებისათვის“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მთქმელს გამგონი ეჭირება“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საზოგადო ჭირს საზოგადო შველა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა წერილი „ახალი არჩევანები“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ...“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 ივლისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „წერილი ქუთაისიდგან“ ქვესათაურით „რედაქციის მიმართ“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ივლისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი“.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წლის მაისში ჟურნალ „ცისკარში“ მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდასაჭერად „მესამე თერგდალეულის“ ხელმოწერით დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ახირებული ფურცელი: ახალი მწერლის აღშფოთება“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 20 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნადიკვარელის ფსევდონიმით დაიბეჭდაილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“ თელავში ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად გამართული სადილის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თელავის თეატრში მევენახეთა კრებაზე წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ღვინით ვაჭრობის წესდების განხილვისას“.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ საპასუხოდ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ბარბარე ერისთავი ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის წერილები.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული თეატრის მატიანე“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 13 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მაჰმადიან ქართველთა ბედი“.