ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა წერილი „ახალი არჩევანები“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 29 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ხიზნების საქმის გამო“ დასასრული.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 3 მაისს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ...“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 ივლისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაზეთის კორესპონდენტის მოვალეობა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სათაურით „წერილი ქუთაისიდგან“ ქვესათაურით „რედაქციის მიმართ“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ივლისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი“.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წლის მაისში ჟურნალ „ცისკარში“ მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდასაჭერად „მესამე თერგდალეულის“ ხელმოწერით დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ახირებული ფურცელი: ახალი მწერლის აღშფოთება“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 20 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნადიკვარელის ფსევდონიმით დაიბეჭდაილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“ თელავში ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად გამართული სადილის შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თელავის თეატრში მევენახეთა კრებაზე წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიტყვა, წარმოთქმული ღვინით ვაჭრობის წესდების განხილვისას“.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატიის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“ საპასუხოდ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ბარბარე ერისთავი ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის წერილები.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული თეატრის მატიანე“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 13 მაისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მაჰმადიან ქართველთა ბედი“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 მაისს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „მართალია უნაკლო არ ყოფილა ...“.

1861

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერთა ორი წერილი, ორივე „თერგდალეულის“ ხელმოწერით – კირილე ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ექვთიმე წერეთლისა“ და სამსონ აბაშიძის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ".

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო დიმიტრი ყიფიანის წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობის კანდიდატების შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასარგებლო საბანკო კრედიტისათვის“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I“, რომელიც ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მიწადმომქმედის ორგვარი გაჭირება“.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო ნიკო ღოღობერიძის ბარათი, რომელშიც ის წერდა, რომ სტუდენტები გამოცდების შემდეგ დაიწყებდნენ ანბანის შედგენაზე მუშაობას და თავდაპირველად წიგნის 2000-იანი ტირაჟით გამოცემას სთავაზობდა.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს პეტრე უმიკაშვილმა დაწერა გამოხმაურება ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ სარდიონ ალექსი-მესხიშვილისა და გიორგი ბარათაშვილის წერილებზე.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 28 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ერთი კვირა უცხოეთში“ პირველი ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „პირველი შკოლა ბათუმში“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილ „საღმრთო ისტორიას“ არ დაბეჭდავდნენ, რადგან ის სკოლის სახელმძღვანელოდ არ გამოდგებოდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 5 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ერთი კვირა უცხოეთში“ მეორე ნაწილი.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 27 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქართული ენა სასამართლოებში“.