ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნებზე ფასის მომატების საკითხი. გამგეობამ ზოგიერთ წიგნზე ფასის გაზრდა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ფრონტის დასახმარებლად ბიუჯეტიდან 50 000 მანეთი გამოეყოთ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საზოგადო კრების დანიშვნის საკითხი დასვეს. გამგეობის დადგენილებით კრება 22 ოქტომბერს, 11 საათზე, დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, 1-ლი ივლისიდან ჟურნალ „განათლების“ დასახმარებლად ბიუჯეტიდან 35 000 მანეთი გამოეყოთ. საზოგადოება 4 ნოემბრიდან გამოცემულ 7 ნომერს 5 000 მანეთით დააფინანსებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას წიგნის მაღაზიის ყველა წიგნისა და ნივთის ძველ ბინაში გადატანის შესახებ აცნობა. მისი აზრით, მაღაზიაში გამგეობის წევრთა მორიგეობა უნდა დაწესებულიყო, უნდა განეახლებინათ ვაჭრობა და ყველა გაყიდული წიგნი დავთარში ჩაეწერათ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადადო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დარ. მამარდაშვილმა და გიგა მატარაძემ მოხსენება წაიკითხეს ბაქოს ქართული სკოლის შენობის დაცვისა და საზოგადოების განყოფილების აღდგენის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მაღაზიის მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭირო იყო საწყობის მაღაზიისგან გამოყოფა და ნარდად ვაჭრობის ცალკე წარმოება. ამისთვის უნდა აეჩიათ კომისია, რომელსაც დაევალებოდა ინსტრუქციის შედგენა. გამგეობამ ნარდად ვაჭრობის შესახებ ინსტრუქციის შედგენა პრეზიდიუმს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძის მიერ დაქირავებული ბინის მეპატრონე ავალიანმა გამგეობას იმავე ბინის ერთი ოთახის გაქირავების ნებართვა სთხოვა. გამგეობამ ავალიანს მხოლო ერთ მდგმურის დაყენების ნება მისცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და ნინო ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 13 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქართველ მოღვაწეთა პანთეონის კომისიის წევრებად მოეწვიათ სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, მწერალთა კავშირის, ქართველ ექიმთა საზოგადოებისა და ქართველ დრამატურგთა საზოგადოების წარმომადგენლები, პერსონალურად კი – ოლღა სოლოღაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება მაღაზიის საქმეების მოწესრიგების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას წიგნების გამომცემლობის საქმიანობის გასაფართოებლად 15 მილიონი მანეთის ოდენობით სესხი უნდა აეღო და ფიქრის გორა გაეყიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ახალი წესდება დაამტკიცეს. 30-ე მუხლის თანახმად, განყოფილების წევრთა კრება მინიმუმ 50 წევრის დასწრების შემთხვევაში ჩაითვლებოდა გამართულად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის სექტემბერში ვარლამ ბურჯანაძის მოვალეობის დროებით შესრულებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ უარი განაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მაღაზიის ჩეკების შემოწმება დროებით ვასილ ედილაშვილისთვის დაევალებინათ და მისთვის დღიურად 5 თუმანი დაენიშნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის განცხადება დროის უქონლობის გამო ოლღა ჭავჭავაძის მეთვალყურეობაზე უარის თქმის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მაისში მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ერთდროული დახმარება მისცა, თითოს 300 000 მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხაშურის განყოფილების მდგომარეობის საკითხი. გამგეობამ ვასილ ზაქარეიშვილს დაავალა, ქალაქის გამგეობას ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ მოლაპარაკებოდა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკის ქონების სია და საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გადაეგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს თევდორე კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ დაამზადეს 3 200 რვეული და გამგეობას შესთავაზა, ცალი რვეული 3 000 მანეთად გაეყიდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სატყეო განყოფილებისთვის აკაკის სახლის გადაცემის შესახებ 4 აგვისტოს მიღებული დადგენილების გაუქმება სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ვერის ბიბლიოთეკა გადაეცათ ვერაზე არსებული გამრთობი საზოგადოებისთვის იმ პირობით, რომ ბიბლიოთეკას იმავე უბანში დატოვებდნენ. საზოგადოების დახურვის შემთხვევაში კი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა დაებრუნებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მომსახურეების თხოვნა 1-ლი იანვრიდან ჯამაგირების მომატების შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ერთი კვირით გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ განათლების მინისტრის მოადგილის განკარგულებით დააკმაყოფილეს საზოგადოების შუამდგომლობა ყოფილი წმინდა ნინოს სასწავლებლიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის საჭირო ნივთების დათმობის შესახებ. გამგეობამ ნივთების მიღება და ქვრივისთვის გადაცემა ნინო ნაკაშიძეს დაავალა.