ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49330

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე საზოგადოების წესდება განიხილეს და განყოფილებათა ინსტრუქციას გაეცნენ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს 1-ელი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა, სამი თვის შემდეგ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა დახმარების გაგრძელების საკითხს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ვაჭრობის საქმე სხვა საკითხებისგან დამოუკიდებლად უნდა ეწარმოებინათ. მისი აზრი თევდორე კიკვაძემ გაიზიარა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წლის მანძილზე მიღებული დამატებითი შემოსავლის 10 პროცენტი სათადარიგო თანხას დაამატეს და შესრულდა 219 783 მანეთი და 21 კაპიკი, ხოლო შემოსავლის 90 პროცენტი — სახარჯო თანხას და შესრულდა 1 978 048 მანეთი და 91 კაპიკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წიგნების გამომცემლობის საწყობის გამგის ჯამაგირისთვის 70 680 მანეთი გამოყვეს, წიგნების მაღაზიის გამგის ჯამაგირისთვის — 54 000, ექსპედიტორის ჯამაგირისთვის — 42 000 მანეთი, წიგნების მაღაზიის პირველი გამყიდველის ჯამაგირისთვის — 61 880, ხოლო მეორე გამყიდველის ჯამაგირისთვის — 42 000 მან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მეორე ქართულმა გაერთიანებულმა საარტილერიო დივიზიონმა გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მოეთხოვა იმ წიგნების სია, რომლებიც ჰქონდათ და სხვები გაეგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის 500 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გარეუბნის სათემო ერობის გამგეობის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკების წიგნებით დახმარების შესახებ. უარი უთხრეს, რადგან, გამგეობის წევრების აზრით, თბილისის სამაზრო ერობას ჰქონდა სამკითხველოების გაძღოლის საშუალება, საზოგადოებას კი მატერიალურად უჭირდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნივერსიტეტმა გამგეობას შეატყობინა, რომ 29 ოქტომბერს, 12 საათზე, პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს საიუბილეო დღესასწაულს  უმართავდა. გამგეობამ დაადგინა, იუბილეს საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე დასწრებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს დაევალათ, რომ საზოგადოების ხელთ არსებული ყველა პროცენტიანი ქაღალდი ნაღდ ფულად ექციათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა გამგეობის მიერ წევრთა ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნას. მისი აზრით, აღნიშნული საკითხი საზოგადოების მიერ მოწვეულ კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის წევრებს თვითნებურად არ დაუნიშნავთ ჯამაგირი, რომ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 აპრილს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება გახსნა საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს გამგეობას იმაზე მეტი წიგნის გამოცემა შეეძლო, ვიდრე გამოსცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 თებერვალს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, კირილე ნინიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი და ილია ფირცხალაიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგედოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი და იპოლიტე ვართაგავა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის ძეგლის დასადგმელად თანხა შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის სასწრაფოდ მიწვევა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპირიდონ ჯორჯიკიას წინადადება მისი ნაშრომის, „ანალიტიკური გეომეტრიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი დაებეჭდა, თუ სამინისტრო მას მოიწონებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შემსწორებელთა შორის გამგეობის წევრების მუშაობას მიესალმებოდა და რომ ეს არ არღვევდა შრომის ეთიკასა და კანონებს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს, როგორც კრების თავმჯდომარე, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აღნიშნავს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუყენებია შუამდგომლობა აჭარელთა სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ქობულეთში სკოლის გახსნის შესახებ, მაგრამ უარი მიუღიათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად 22 ოქტომბერს დაგეგმილი საზოგადო კრება, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, დეკემბრის დასაწყისში გმართულიყო. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელიც გახსნა გამგეობისს წევრმა ნიკო ბერიძემ.