ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის ძეგლის დასადგმელად თანხა შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიის გამგის სასწრაფოდ მიწვევა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპირიდონ ჯორჯიკიას წინადადება მისი ნაშრომის, „ანალიტიკური გეომეტრიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი დაებეჭდა, თუ სამინისტრო მას მოიწონებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შემსწორებელთა შორის გამგეობის წევრების მუშაობას მიესალმებოდა და რომ ეს არ არღვევდა შრომის ეთიკასა და კანონებს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს, როგორც კრების თავმჯდომარე, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აღნიშნავს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუყენებია შუამდგომლობა აჭარელთა სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ქობულეთში სკოლის გახსნის შესახებ, მაგრამ უარი მიუღიათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად 22 ოქტომბერს დაგეგმილი საზოგადო კრება, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, დეკემბრის დასაწყისში გმართულიყო. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელიც გახსნა გამგეობისს წევრმა ნიკო ბერიძემ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრო გამგეობის 16 წევრი. კრების საფუძველზე შედგა ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, მდივანი კატო კედია და კრების წევრები: ნესტორ დავითაია, აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია, აკაკი ადამია, მათე ფიფია, სპირიდონ ნიჟარაძე, ანდრია პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაადასტურა გამგეობის მდივანმა კატო კედიამ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. გამგეობის ხაზინადარმა ანდრია პატარაიამ მოახსენა დამსწრეთ იმ წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც დამტკიცებულ იქნა კრების მიერ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები: კლიმენტი ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ფიჩხაია და სპირიდონ ნიჟარაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა 2 მარტის საზოგადო კრებისა და 8 მარტს ჩატარებული გამგეობის კრების ოქმების ასლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი 500 მანეთამდე გაუზარდა და რადგან საზიარო მსახურები ჰყავდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც სთხოვა 1-ლი თებერვლიდან მათთვის ხელფასის მომატება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ხელფასებზე თვიურად 46 000 მანეთი იხარჯებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 ივნისს მღვდელ ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების დამაარსებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 30 კაცი დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძემ მთავარგამგეობას ქართული წიგნების შესაძენად სესხის 400 მანეთიდან 1000 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ მისწერა, რომ საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებას დაბა ლანჩხუთში ჰქონდა წიგნის მაღაზია, სადაც ქართულ-რუსული სახელმძღვანელოები იყიდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მოსამსახურეებისთვის ჯამაგირის მომატების საკითხი. განხილვა გადაიდო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის თანხმობით პროფესორ პეტრე მელიქიშვილს საჩუქრად გადასცეს 300 000 მანეთის ღირებულების ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იტალიელი ვაჭრის წინადადება საკითხავი წიგნების ნაღდი ფულით შეძენის შესახებ. მისი ჩამოტანილი წიგნებიდან თითოს შეძენა საზოგადოებას 20 000 მანეთამდე დაუჯდებოდა. გამგეობა არ დათანხმდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა თავისი შედგენილი წიგნის რედაქტორად დანიშვნისა და ჰონორარიდან 15 000 მანეთის წინასწარ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ობჩის ბიბლიოთეკა-სამკითხველომ გამგეობას საზოგადოების გამოცემული წიგნები სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ბანკისგან გამოსყიდული 4/6 ზომა ქაღალდით 5 000 „დედა ენის“ I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის გაზეთების გაერთიანებულმა გამომცემლობამ გამგეობას საზოგადოების გამოცემულ ქართულ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვა. მათ სურდათ, ეს წიგნები აჭარაში გაევრცელებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხონის განყოფილების გამგეობის თხოვნა ანგარიშების წარსადგენად ბლანკების დაჩქარებით გადაგზავნის შესახებ.