ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში. მან დაწერა თბილისის გუბერნიაში მებატონეთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე დასახლებული გლეხების მიწათმოწყობის პროექტთან დაკავშირებული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ დოკუმენტი ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში თავისი სახელით წარადგენა ამ საბჭოს წევრმა, იურისტმა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძემ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვრცელი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკის და სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგის თანამდებობაზე სამსონ გიორგის ძე ყიფიანის დატოვება სთხოვა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს მარიამ ამილახვარმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და ფულის სესხება სთხოვა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის შესახებ“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 12 იანვარს დიმიტრი ყიფიანმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ საჩხერის აზნაურებს სურდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩხერეში ორკლასიანი სასწავლებელი გაეხსნათ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 31 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მეურნეობის ქალთა სასწავლებელი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ვასილ ველიჩკოს წიგნში „აღმოსავლური მოტივები“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების „გაზაფხული“, „ლოცვა“ და „ჩემს ბედს“ თარგმანები.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „საქართველოში ქრისტიანობის შემოღების წყაროები“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც ასე იწყებოდა: „მოჩხუბარიძემ დაწერა და წარმოადგინა შარშან...“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ახლად გამართული ბაასი შკოლების თაობაზედ...“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის გამოხმაურება „პასუხად დარბაისელ გაზეთის დარბაისელ რედაქტორს“ილია ჭავჭავაძის წერილზე „თ. ივ. მაჩაბლისა და ბროსეს პრემიის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნადიკვრელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის კორესპონდენცია ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართული კახეთის მევენახეთა კრების შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ალექსანდრე ცაგარელმა კირილე ლორთქიფანიძეს მიუნხენიდან მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ გამოცემა მოეწონა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი პეტრე უმიკაშვილისგან, რომელშიც იგი ჟურნალ „კრებულისათვის“ ახალი ნაწარმოებების გაგზავნას სთხოვდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს დუშეთში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძეს კორექტურის გასაკეთებლად გაუგზავნა „გლახის ნაამბობის“ ამონაბეჭდი ჟურნალ „კრებულიდან“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 17 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ იონა მეუნარგიას წერილში „ვეფხისტყაოსანი“ „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომა იყო განხილული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ-ნი იანოვსკის წერილის გამო“ დაიბეჭდა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძის დავალებით ზაალ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელი შეადგინა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ზაალ ჭავჭავაძემ შეადგინა ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის სტამბაში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!”.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ცენზურამ გასცა ნებართვა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ ცალკე წიგნად დაბეჭდვაზე.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძემ ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობა მისცა თავისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ დუშეთში მიიღო დავით ერისთავის წერილი, რომელშიც სთხოვდა დასწრებოდა ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით დანიშნულ კრებას, რადგან აუცილებლად სჭირდებოდათ ილიას კონსულტაცია ფინანსურ საკითხებზე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 11 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით„თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჟოზეფზედ“ ლაპარაკი ცოტა დამიგვიანდა...“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ დავით ერისთავისაგან მიიღო წერილი თავისი „გამოცანების“ თარგმანით.