რეგისტრირებული ფაქტები49330
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გორში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხი უნდა განეხილათ. განხილვა გადადეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძემ გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნებიდან მოდავე ჯგუფი 30%-ს ითხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თავმჯდომარის ხელფასი თვიურად 4 900 მანეთი იყო, მდივნის – 4 200, წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის – 3500 მან., ბუღალტრისა – 3500, მუდმივი კორექტორის ხელფასი კი – 4200 მან.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი ნივთების სიის შესადგენად და გასაყიდად კომისიის შექმნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძეს დაეთანხმა და დაადგინა, შექმნილიყო კომისია, რომლის წევრებიც იქნებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მოლარისა და საზოგადოების ხაზინადრის ხელფასი – 1 680-1 680 მანეთი იყო, კანცელარიის მსახურისა და მაღაზიის მსახურის – 1 400, ბიბლიოთეკარის – 2 100, ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 1680, ბიბლიოთეკარის მსახურისა კი – 500 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ ახალი წესდების მიღებაზე უარი განაცხადა. იგი მიიჩნევდა, რომ პროცესების სათანადოდ გასაკონტროლებლად აუცილებელი იყო ძველი წესდების დატოვება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას აცნობა, რომ ზაფხულის დასაწყისში დაბეჭდილი 5 000 ცალი „დედა ენის“ I ნაწილის მარაგი იწურებოდა, მოთხოვნა კი დიდი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მომარაგების სამინისტროში სანოვაგის გამოსატანად თითო მოსამსახურეზე 1 000 მანეთის შეტანა გადაწყვიტა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, სანდო და გავლენიანი პირებისგან შეექმნა კომისია, რომლის წევრებსაც დაურიგდებოდათ ქვითრების წიგნაკები და საწევროსა და შემოწირულობების შეგროვება დაევალებოდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქმეთა მმართველის მოწვევის საკითხი დასვეს. მას უნდა ემუშავა საზოგადოების კანცელარიაში, ეხელმძღვანელა საგამომცემლო და კულტურული საქმიანობისთვის, ეწარმოებინა მიწერ-მოწერა, მოეწვია კრებები და სხვ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო კრებისთვის გადადო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, მის გამოსაცემად შესაბამისი ზომები მიეღოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ გადამწერის თვიური ხელფასი 1 960 მანეთი იყო, საწყობის გამგის – 5 000, მაღაზიის გამგის პირველი თანაშემწის – 5 000, მეორე თანაშემწის – 3400, პირველი ნოქრის – 3080, მეორე ნოქრისა კი – 1680 მან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო გასავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 1910 წელს შემოსავლის 20% – 130 მანეთი – მთავარ გამგეობას გაეგზავნებოდა, მაღაზიის მოწყობას 600 მანეთი დასჭირდებოდა, საკანცელარიო და საფოსტო ოპერაციებს – 15, მოულოდნელ ხარჯებს – 50 მან. სულ 1910 წლის თელავის განყოფილების სავარაუდო გასავალი 795 მანეთი იქნებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 30 ადამიანი დაესწრო. კრებაზე ერთხმად დადგინეს, რომ, საზოგადობის მთავარი გამგეობის მითითებებისა და ოქროპირიძის მოხსენების გათვალისწინებით, საჭირო იყო ცხინვალში საზოგადოების 1918 წლიდან უმოქმედო განყოფილების აღდგენა, ახალი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებების უმოქმედობის შესახებ. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების წესდების შეცვლამდე განყოფილებებს უნდა გაეგრძელებინათ საწევროს აკრეფა და გაემართათ წლიური კრებები შემოსავალ-გასავლის განსახილველად. თუ შემოსულ ფულს საქმეს თვითონ ვერ მოახმარდნენ, მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის თხოვნა 50 000 მანეთის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, თუ ვალს სამი თვის განმავლობაში გადაიხდიდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო ბანკმა გამგეობას 110 მილიონ მანეთად დაგირავებული საქონლის გამოსყიდვა შესთავაზა. გამგეობამ დაადგინა, ბანკის ხაზინაში შეეტანა 60 მილიონი მანეთი საბეჭდი ქაღალდის დასახსნელად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან წიგნებისა და ხელნაწერების შინ წაღების ნებართვა სთხოვა. მას თავდებად პროფესორი კორნელი კეკელიძე ედგა. გამგეობამ ჯაკობიას უარი უთხრა..
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეულ განყოფილებათა რწმუნებულები: მიხეილ ზანდუკელი, ვარლამ რუხაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი დუმბაძე, ვუკოლ ბერიძე, პლატონ ლეჟავა, იაკობ ცინცაძე, ვასილ გოგაძე, თედო ქარცივაძე და მელიტონ ფერაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეული განყოფილებათა რწმუნებულები: ნინო ნაკაშიძე, თედო კიკვაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე, მეთოდე კაკაბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ლევან ნათაძე, ნიკო ჩიგოგიძე, მიხეილ ჭავჭანიძე და ანანია სალუქვაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის იმ წლის 2 მარტის კრებაზე მომხდარი დარღვევების შესახებ. გამგეობას აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა 2 მარტის კრების უკანონოდ მიჩნევა და ახალი კრების დანიშვნა. ასევე დადგინდა, ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის ამ საკითხების სასწრაფოდ განხილვა-გადაჭრა, რადგან ამ საქმის გაჭიანურებით გვიანდებოდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევაც. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მას სასურველად მიაჩნდა ზუგდიდის მაზრაში ქართული სკოლის გახსნა, რაც ეროვნულ თვითშეგნებას გააღვივებდა ხალხში. მთავარმა გამგეობამ სთხოვა ზუგდიდელებს, დაწვრილებით განეხილათ ეს საკითხი და მიეღწიათ დიდი მიზნისთვის, თვით მთავარი გამგეობა კი ყოველნაირად დაეხმარებოდა მათ ამ საქმეში. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ნება დართო ზუგდიდელებს, მიეწვიათ მსახიობი ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი, იმის მიუხედავად, კანონიერად ჩაითვლებოდა 2 მარტის საზოგადო კრება თუ არა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას დაავალა გამოგზავნა იმ საჩივრებისა, რომლებიც ზუგდიდელებს განუხილავთ გამგეობის სხდომაზე 8 მარტს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.