ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნადიკვრელის ფსევდონიმით დაბეჭდილი ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“ ეხებოდა კახეთის მევენახეთა კრებას და ილია ჭავჭავაძის პასუხებს ადგილობრივთა შეკითხვებზე.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ დავით ერისთავს დუშეთიდან ოძისში საპასუხი წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა თბილისში ჩასვლას და თავად-აზნაურთა კრებაში მონაწილეობას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს ნიკო ნიკოლაძემ ჟურნალ „კრებულში" დაბეჭდა სტატია „ახალი ახალგაზრდობა“, რომელშიც მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს სერგეი მესხმა ილია ჭავჭავაძეს წერილთან ერთად გიორგი ანდრონიკაშვილის სარწყავი არხის პროექტი გაიგზავნა და სთხოვა, თავისი აზრი მიეწერა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წელს ვახტანგ თულაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, სთხოვდამ მონაწილეობა მიეღო დეკემბერში თბილისში დაგეგმილ სალიტერატურო საღამოში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 თებერვალს ბათუმის სკოლის გახსნის დაგვიანების გამო ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ნანეიშვილს მისწერა და სთხოვა, სკოლის გახსნის თარიღი ეცნობებინა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის საპასუხო წერილი „უკანასკნელი პასუხი“, რომელშიც ილია ჭავჭავაძეს საბანკო საქმის უცოდინრობაში დასდო ბრალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით ივანე როსტომაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელო სარეცენზიოდ კონსტანტინე ნაცვლიშვილს გადაეცა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის მაზრის დაცარიელება“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სხდომაზე, რომელზეც ხმის უმეტესობით გაიმარჯვა მისმა და დიმიტრი ყიფიანის პროექტმა. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, დაარსებულიყო თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკი და ილია წესდების შემმუშავებელი ახალი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის თებერვალში ჟურნალ „იმედში“ დავით აბდუშელიშვილმა ჟურნალ „ივერიის“ 1880 წლის N4-ისა და 1881 წლის პირველი ნომრის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ტფილისი, 28 იანვარი“ გაგრძელება. წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ ქუთაისის ბანკის შესახებ“, ოცტომეულში კი – „ქუთაისის ბანკის შესახებ“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძემ თავის ძმას, ზაქარიას, მოსკოვში გაუგზავნა წერილი, რომელშიც ილიასთან ერთად საღოლაშენსა და ხვედურეთში მოგზაურობა იყო აღწერილი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო კირილე ლორთქიფანიძის წერილი, რომელშიც მან სთხოვა „კაცია – ადამიანის?!“ დაბეჭდვის ნებართვა, თან არა ფსევდონიმით, არამედ მისი ხელმოწერით.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს თავადაზნაურობის საგანგებო კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წესდების ახალი პროექტი და ერთხმად მოიწონეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 აპრილს დავით კეზელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და თავისი კომედიის ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნება სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კავკაზის“ აზრი კავკასიის უნივერსიტეტზე“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის მარტში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ სახელმწიფო უწყებებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი 24 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „როგორ პოლიტიკას აირჩევს რუსეთი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ჩვენი ახალგაზრდობის მოვალეობა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „განათლების ახალი მინისტრის დანიშვნა“.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ზემოური იმერლის, გორისელის, ფსევდონიმით გამოქვეყნდა ექვთიმე წერეთლის სტატია „უფალო, რედაქტორო!“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის პოზიცია ბარბარე ჯორჯაძესთან პოლემიკაში და გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ის კარგ ჟურნალს გამოსცემდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“ დასასრული.