ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ყლურწის ფსევდონიმით დაბეჭდილ იუმორისტულ ფელეტონში „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო უჩივის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თეატრის შესახებ“ ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია: „ანთებული სანთელი ჩაიწვის და ჩაქრება, ხოლო ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდგან შვილზედ გადადის, შვილიდგან შვილიშვილზედ უფრო განდიდებული, უფრო გაძლიერებული“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნის თაობაზედ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 იანვარს“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ჟურნალ ივერიის №11-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ქვეყანა ვისია?...“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენის ქართულის თეატრის საქმე ...“. ეს სტატია მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული თეატრი, წერილი მეორე“, ხოლო ოცტომეულში – „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვში მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ძალიან მოეწონა მისი წინადადება, ძველი წიგნების, კერძოდ „ვისრამიანის“, გამოცემის შესახებ.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრეევის ქ. №22-ში ასაშენებელი საკუთარი საცხოვრებელი სახლის პროექტი მინდობილობით ჩააბარა ბეჟან მჭედლიშვილს.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს არქიტექტორმა დაწერა დასკვნა, რომ ილია ჭავჭავაძის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი შეესაბამებოდა თბილისის ქალაქის საბჭოს დადგენილების მოთხოვნებს და გამგეობამ მისი მშენებლობის უფლება გასცა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ეკატერინე გაბაშვილისაგან მიიღო წერილი, რომელშიც ქართველ ქალთა ამხანაგობის სახელით სთხოვდა, დასწრებოდა სამკერვალო სკოლის მოწაფეთა ლიტერატურულ საღამოს.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გამგეობას ერთსართულიანი სახლის პროექტი წარუდგინა და დამტკიცება სთხოვა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ალექსანდრე როინიშვილის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნაანდერძევი ფოტოატელიეს სამი წლით იჯარით გადაცემის დოკუმენტს, რომელიც ნოტარიალურად ილია წინამძღვრიშვილმა დაადასტურა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ლევან ჯანდიერმა ილია ჭავჭავაძეს წერილობით აცნობა, რომ ბანკში უნდა შეეტანა 1000 მანეთი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ „რიგოლეტოს“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა იროდიონ ევდოშვილის პაროდია „ივერიისადმი“ – „მიდის, მიკოჭლობს უგზო უკვლოდ ილოს გაზეთი ...“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს თონეთში სკოლის გახსნის შესახებ მისწერა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო საკრედიტო კანცელარიაში გაგზავნა წერილობითი თხოვნა, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საგირავნო ფურცლების ნომინალური ღირებულება თბილისის საკრედიტო საზოგადოებისათვის გაეთანაბრებინათ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია „მდიდარს უფრო ადვილად აძლევენ საჩუქრად, ვიდრე ღარიბს სესხად“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ მეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძის წერილი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების 20 მაისის კრების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის სიძეს, ვასილ კახიძეს, თელავში სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს  თელავში წერლით შეატყობინა, რომ ქართულ საზოგადოებას რაფიელ ერისთავის თბილისში დაკრძალვა სურდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გარდაცვლილი რაფიელ ერისთავის ოჯახს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა.