ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ანა პეტრიაშვილისგან მიიღო მიწვევა ქუთაისის კლუბის მიერ სოფლის ღარიბ მასწავლებელთა სასარგებლოდ გამართულ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოზე დასასწრებად.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა ნიკო ცხვედაძეს, ინფორმაცია მიეწოდებინა იმ დეპუტაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გზათა მინისტრს უნდა შეხვედროდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ზურაბ ავალიშვილმა თავისი წიგნი „საქართველოს რუსეთთან შეერთება“ ილია ჭავჭავაძეს ხელმოწერით მიუძღვნა. ილიამ მიაწერა: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდან იღებს“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თავის მოურავს, მოსე მემარნიშვილს წერილით სთხოვა, რომ თუ ხელისუფლება საგურამოში ჯარს გაგზავნიდა, ყველა ღონე ეხმარა, რათა მოსახლეობა არ დაეწიოკებინათ, თუ ამას ვერ შეძლებდა, სასწრაფოდ შეეტყობინებინა მისთვის, რომ პირადად ასულიყო და საქმის მშვიდობიანად მოგვარებაზე ეზრუნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იტალიელმა აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერიმ სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ლაიფციგში ორ ტომად გამოვიდა გერმანელი მთასვლელის, მოგზაურისა და გეოგრაფის გოტფრიდ მერცბახერის წიგნი „კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან“, რომელშიც ჩართული იყო ამონარიდები ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსის არტურ ლაისტისეული თარგმანიდან.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ოტო შმერლინგის კარიკატურა „თავად-აზნაურების ბანკი“, რომელზეც გამოსახული იყო სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და დირექტორები, რომლებიც ტორტმანებდნენ, რადგან მათ ვიღაცის ხელი ფეხქვეშ ხალიჩას აცლიდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თავადაზნაურობის კრებაზე განიხილეს პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებისა და ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვის შესახებ მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 3 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ წერილობით აცნობა ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელს, რომ ობერპროკურორ ალექსი ობოლენსკისთან შეხვედრა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხზე უნაყოფო აღმოჩნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 11 აპრილის გაზეთ „სტრანაში“ გამოქვეყნებულ მაქსიმ მაქსიმის ძე კოვალევსკის ფელეტონში „მომავალი სახელმწიფოს საბჭო“, აღნიშნული იყო, რომ ილია ჭავჭავაძე ქართული დემოკრატიული პარტიის პროგრამის შედგენაში მონაწილეობდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ლიზა ნიკოლაძე-წინამძღვრიშვილმა დეპეშით მიულოცა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „დედათა განათლება ჩვენში“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს შეუთვალა, მასთან მისულიყო და ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალებს გასცნობოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასასრული გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წილს იანვარში ჟურნალ „Кавказский вестник“-ში სოფიო ამირეჯიბის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ დაიბეჭდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივლისს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილისგან მიიღო წერილი მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და მეორე დღეს ბანკში მისვლა სთხოვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასაწყისი, რომელშიც ავტორი ილია ჭავჭავაძის მიერ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილების „გესლიან დაცინვასა და ულმობელ ოხუნჯობაზე“ წერდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 29 ნოემბერი“ („ჩვენ ამას წინად მოკლედ აღვნიშნეთ ის საგნები...“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საგანგებო კრებას, რომელზეც განიხილეს გამგეობის მოხსენება დამატებითი ხარჯების შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 19 ნოემბერს ზაქარია ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ოძისის სამეურნეო სასწავლებლის დირექტორად ვასილ პეტრიაშვილის დანიშვნა სურდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის დეკემბერში კრებულში „სალხინო საზანდარი“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და „მძინარე ქალი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის დეკემბერში ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოვიდა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი „განდეგილი“. წიგნს წამძღვარებული აქვს მთარგმნელის წინასიტყვაობა, ილია ჭავჭავაძის მოკლე ბიოგრაფია და სურათი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიხოლოგია“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, რომელშიც მეუღლეს ოთხშაბათისთვის ცხენებისა და „პოვოსკის“ გაგზავნას სთხოვდა, რადგან შპალერი შეიძინა და ხელოსანიც მიჰყავდა ოთახებში გასაკრავად.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდი იყო, გაზეთის ნომერი უნდა მოემზადებინა, ამიტომ საგურამოში ვეღარ ავიდოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ცხენების დაკარგვის გამო.