ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ბათუმში ჩასული დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების საანგარიშო დავთრების წარმოების მეთოდით უკმაყოფილო დარჩა. ანგარიშებიდან შეუძლებელი იყო გაგება, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას ხაზინაში და რამდენს ინახავდა ბანკში, რა ღირებულების იყო სკოლის შენობა-მოწყობილობა და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის II განყოფილების, რომელსაც ალექსანდრე მგელაძე ასწავლიდა, 28 მოსწავლიდან 17 ვაჟი (2 მაჰმადიანი) და 11 ქალი (4 მაჰმადიანი) იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს არჩილ იაკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას 100 მანეთი შესწირა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ბათუმის განყოფილებისთვის ნიმუშის სახით გაეგზავნათ ორმაგი ბუღალტერიის წესით შედგენილი შემოსავალ-გასავლის დავთარი განმარტებებითურთ, რათა ბათუმშიც შესაბამისად ეწარმოებინათ ანგარიშები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივნისში ჯარში გაწვეულმა მაღაზიის მოსამსახურემ, ივანე მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მაისის სრული ჯამაგირი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: სიმონ თომას ძე ხუნდაძე, ალახვერდი მამედოვი, ივანე ზოდელავა, მიხეილ ხეთაგური, იაკობ ლანგენშტეინი, იორდანე ხაჯიევი, ესტატე ავალიშვილი, ალი-გუსეინ-ოღლი, დემიან კიხაევი, არტემ კოკიანოვი, ტრიფონ სადირაძე, პეტრე ბორისოვი-ბერიძე, ადამ თეზელაშვილი, ისიდორე სტურუა და ალექსი გოგიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისთვის დასახმარებლად თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება 46 წიგნზე ფასის მომატების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ბუნების კარისა“ და „დედაენის“ შემსწორებელ თითოეულ კომისიას ჰონორარს 2 000 მანეთს უხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილების თხოვნა განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. ბათუმის განყოფილება სამინისტროს მომავალი სასწავლო წლიდან უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის შესანახად თანხის გამოყოფას სთხოვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს კირილე ნინიძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლაში დავით კარიჭაშვილს ასეთი მდგომარეობა დახვდა: ავადმყოფობის გამო მოსწავლეები ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს, შეცდომით პასუხობდნენ კითხვებზე და ცუდადუ კითხულობდნენ ტექსტებს. II განყოფილების მოსწავლეებს ადრე ჰქონდათ გაკრული ხელით წერა დაწყებული და წარმატებით აეთვისებინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს თელავის სკოლის გამგე ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა სკოლისთვის „განათლებას“ თავისი ფულით იწერდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სოკრატე ივანეს ძე კეშილავამ გაუგზავნა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელი საორგანიზაციო კრების ოქმი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივი განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინა, გაეხსნა დ. ზუგდიდში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. განყოფილების უახლოესი მიზანი იყო  ზუგდიდში წიგნსაცავ-სამკითხველოს, ხობში, წალენჯიხაში და სხვა სოფლებში სახალხო სკოლების გახსნა, ლექციების გამართვა და წარმოდგენების ორგანიზება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 თებერვალს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია ბაქოში საგანგებო მატარებლით გაემგზავრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ეგ. ფირანაშვილმა, ვასილ ღარიბაშვილმა, ს. ცაგარელმა, ყ. თათუზოვმა და ს. პ. მაღრაძემ – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 30 კაცი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე შესწორებული „დედაენის“ პირველი ნაწილის 100 000 ეგზემპლარის დაბეჭდვა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ წიგნების გამომცემელ ამხანაგობა „მომავალს“ საზოგადოების ვალი 1808. 50 მანეთი ჰქონდა, ასევე გახსნილი ჰქონდა 20 000 მანეთის ოდენობის კრედიტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი ამხანაგობა „მომავლის“ თხოვნა 9 000 მანეთის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი უზნაძის თხოვნა მის მიერ შედგენილი „რომის ისტორიისა“ და „ახალი ისტორიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ 15 000-15 000 ცალი წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა მაღაზიიდან თვე-ნახევრით დათხოვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მაღაზიის აღწერის შემდეგ ერთი თვით გაეთავისუფლებინა მოვალეობის შესრულებისგან.