ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილი მოსკოვში გადავიდა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი.

1889

ტიპი: განათლება

1889-1893 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლისას იაკობ ფანცხავას მათემატიკის პროფესორმა შვედოვმა მცირე სიდიდეების თეორია შეასწავლა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ დავით კლდიაშვილს ქართული საერთოდ დავიწყებული ჰქონდა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლისას დავით კლდიაშვილი და სხვა ქართველი მოწაფეები ძლივსღა ახერხებდნენ ქართულად მეტყველებას.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში შიო მღვიმელს უძნელდებოდა რუსული ენის სწავლა.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას შიო მღვიმელს ყველაზე მეტად ლერმონტოვის ლექსების კითხვა უყვარდა.

1881

ტიპი: განათლება

1881-1887 წლებში შიო მღვიმელი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში სწავლობდა.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში ალექსანდრე ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ კოზლოვი სოფელ მარტყოფის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსადრე ივანეს ძე ნათაძემ გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში ქუთაისში ჩამოსულმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა ქართული საერთოდ არ იცოდა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886-1890 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს შიო დედაბრიშვილი თედო სახოკიას ერთი სასწავლო წლით უსწრებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1873

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ სკოლაში სწავლა 1873 წელს, ხუთი წლის ასაკში დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკია სოხუმის მთიელთა სკოლაში მიაბარეს.

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1884

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ 1884 წელს თბილისის სემინარიაში სწავლის პერიოდი გაკვეთილების დაზეპირებაში გაატარა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას მასწავლებლები იყვნენ პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი).

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკია მარტვილის პირველ მოსამზადებელ კლასში უმთავრესად წერას სწავლობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს ქართულის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ, რადგან მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა იმ დროს.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს რუსული ენის სახელმძღვანელოდ უშინსკის „Родное Слово“ ჰქონდათ.