რეგისტრირებული ფაქტები52076
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტერ ვასილ ედილაშვილის განცხადება თანაშემწის მიწვევის ან ზედმეტი სამუშაო საათებისთვის დამატებითი ჯილდოს დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისთვის საღამოს საათებში მუშაობისთვის 1-ლი ნოემბრიდან 1-ლ იანვრამდე 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბათუმის სკოლის ქალაქის გამგეობისთვის გადაცემა გადაწყვიტეს იმ პირობით, თუ ყველა ცვლილება სკოლაში საზოგადოების გამგეობის დასტურით მოხდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ სამტრედიის გამგეობის თხოვნა მილიონიანი კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების განყოფილებებისა და სკოლების საბოლოო ლიკვიდაციის დასრულების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მეთოდე კაკაბაძის თხოვნა „ძველი საქართველოს“ შინ გატანების შესახებ. გამგეობა დათანხმდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჭუმბურიძის წინადადება მისი წიგნის, „თაიგულის“, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საწყობში ქაღალდის შესამოწმებელის კომისიის წევრებად ვასილ წულაძე და იოსებ გიორგობიანი აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ვიგებთ, რომ, როცა მას, კიევის კომერციული ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტს, თავად მოერიდა ავადმყოფი იაკობ გოგებაშვილის შეწუხება და სტიპენდიაზე მოსალაპარაკებლად შუამდგომლობისთვის ეკატერინე გაბაშვილს მიმართა, მაგრამ მან თხოვნა ვერ შეუსრულა, რადგან იაკობს გაბაშვილის სკოლისთვის ყოველწლიური 120 მანეთი ჰქონდა ანდერძით შეწირული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის გამგის, ივანე გიორგის ძე ავალიშვილის, თხოვნა მაღაზიაში სალაროს მოწყობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსანდრე ლევანის ძე ბელეშაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივ ქართულ სკოლაში მასწავლებელ დოროთე უჩანეიშვილის მუშაობას არ გამოუღია სასურველი შედეგი. ბავშვებს აკლდათ ცოდნა და განვითარება, სკოლაში არ იყო დაცული დისციპლინა და წესრიგი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკო ჯანაშიას ქვრივის, ელენე ჯანაშიას თხოვნა ყოველთვიური დახმარების შესახებ. გამგეობამ ქვრივისთვის შვილის აღსაზრდელად ნოემბრიდან თვიურად 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ფილიმონ ფარნაოზის ძე ბერძენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მათე ვასილის ძე გორგილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს დიმიტრი როსტომის ძე გვარამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ნინო პლატონის ასული გველესიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას ფოსტით გაუგზავნა 1916 წლის შემოსავლის (467. 40 მანეთი) 10% – 46. 74 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში მეოთხე განყოფილებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იპლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე და ნინო ნაკაშიძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 1916-1917 წლების ანგარიშების წარდგენის დაგვიანების მიზეზი გამგეობის მდივნის, ივანე იულონის ძე ოსიძის სხვაგან გადასვლა იყო.