რეგისტრირებული ფაქტები47756
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 აპრილს, ტრაპიზონში, ოტომანთა საიმპერატორო ხელისუფლებამ გადასცა ულტიმატუმი ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს, სადაც 21 მარტის დეკლარაციის შესრულება მოითხოვა, რომელიც ეხებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობების მიღებას. პასუხს 48 საათის განმავლობაში ელოდა. დოკუმენტს ხელს აწერდა ოტომანთა საიმპერატორო დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 აპრილს, ტრაპიზონში, ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციამ უპასუხა ოტომანთა ხელისუფლების ულტიმატუმს და აღნიშნავდა, რომ იღებს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობებს და მზად იყვნენ განაგრძონ მოლაპარაკება მასზე დაყრდნობით. დოკუმენტს ხელს ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი ა. ჩხენკელი აწერდა, სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 აპრილს, ტრაპიზონში, ოტომანთა დელეგაცია ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს მიმართავდა, რომ მოკავშირეთა მოლაპარაკებაში ჩასართველად აუცილებელი იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება. დოკუმენტს ხელს აწერდა ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ამიერკავკასიის სეიმმა ტელეგრამა გაუგზავნა ტრაპიზონში დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს და შეთანხმების მიუღწევლობის გამო დელეგაციას თბილისში დაბრუნების რეკომენდაცია მისცა. ხელი მოაწერა ხელისუფლების თავმჯდომარე გეგეჭკორმა. დოკუმენტის სისწორე დაადასტურა საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი წერს თავის მოსაზრებას სომხებისადმი. ის ამბობს, რომ სანამ სომხეთს „დაშნაკცუტუნის“ პარტია უდგას სათავეში, ძნელი იქნება მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება, რადგან ისინი საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით იბრძვიან.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას გორის რაიონის სახალხო სასწავლებლების საზოგადო კრების (1919 წლის) დადგენილების შესახებ საჩივარი გაუგზავნა. ის თვლიდა, რომ კრებამ გვერდი აუარა მთავარ საკითხს და მისი მასწავლებლად მუშაობის აკრძალვის გადაწყვეტილება უსამართლო იყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილი თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობისადმი გაგზავნილ საჩივარში იუწყებოდა, რომ მას მასწავლებლობის უფლება ჰქონდა და 1904 წლამდე მუშაობდა. ის თვლიდა, რომ სხვა ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში შეეძლოთ მისთვის მასწავლებლობის უფლება ჩამოერთვათ. მას როგორც უთხრეს სასწავლებელი არ მოუწყვია, არ უმუშავია და ანაზღაურებაც არ ეკუთვნოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილი თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობისადმი გაგზავნილ საჩივარში იუწყებოდა, რომ 1918 წლის აპრილიდან სასწავლებლის არმოწყობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მან განთავისუფლების შესახებ სექტემბერში შეიტყო. მას როცა მთავრობამ სასწავლებლის მოსაწყობად თანხა არ მისცა, სხვაგან გადაყვანა ითხოვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ გენ. შტაბის ცნობაში, რომელსაც ბათუმისა და ბათუმის ოლქის განსაკუთრებული კომისრი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აწერდა ხელს, ნათქვამი იყო, რომ 1920 წლის 7 ივლისს ჯარებს ზეიმით შეხვდნენ ბათუმისა და ყველა ადგილობრივთა წარმომადგენლები. გაიმართა ინგლის-საფრანგეთის და ქართული ჯარების გაერთიანებული აღლუმი. 6 ივლისს დაიკავეს სოფ. ქედა და შეცვალეს ინგლისელები. ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმის ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და აჰმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი ამხანაგებს – დიმიტრი ევგენის ძე ათაბეგს, ვიქტორ მაქსიმეს ძე ცინცაძესა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძეს – ატყობინებს, რომ 1-3 მაისს დაიჭირეს კომიტეტის წევრები, მათ შორის: კირილე იესეს ძე ნინიძე, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე, ასევე ატყობინებს, რომ ამ დროისთვის თბილისის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვია და სთხოვს ზომების მიღებას, რომ დაჭერილები არ დახვრიტონ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალური წერილი მისწერა, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამდა თურქული ჯარის მიერ არდაგანის მხარეში საზღვრის დარღვევის ფაქტის გამო და იმედოვნებდა, რომ თურქული მხარე არსებული მდგომარეობის განსამუხტავად ზომებს მიიღებდა. წერილის სრულ ვარიანტს ტელეფონით დოქტორი ვახტანგ ღამბაშიძე გადასცემდათ, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გასცნობოდა.