ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ანთიმოზ ჯუღელის წერილი. მას აინტერესებდა ილიას აზრი სოხუმის მერობის კანდიდატ ალექსანდრე სარაჯიშვილის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კონსტანტინე მამაცაშვილის წერილი „ქვათა ღაღადის“ შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ სერგო გორგაძის ღია წერილს დაერთვის რედაქტორის, ანასტასია თუმანიშვილის შენიშვნა „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 11 აპრილს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ ს. გ-ძე-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი „ბ. „ვარ“-ისადმი“, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ვართაგავას მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ რომიდან დოქტორ გულიელმო პასილის წერილი მიიღო. იტალიელი მეცნიერი მას კავკასიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ატყობინებდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 აგვისტოს რომში ჟურნალ „ლა ნოვა ანტოლოჯიაში“ დოქტორმა გულიელმო პასილიმ გამოაქვეყნა წერილი კავკასიაში მოგზაურობის შესახებ. სტატიაში საუბარია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე, ასევე დაბეჭდილია მისი სურათი ავტოგრაფით.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის სექტემბრის ბოლოს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დაიბეჭდა აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“, რომელიც ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.  

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მაისის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ალექსანდრე პუშკინის თხზულებები. წიგნში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ლექსები „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დაიბეჭდა აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო დავით ავალიშვილის წერილი მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და მეორე დღეს ბანკში მისვლა სთხოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „უცხოეთი“ წერდა, რომ უნგრეთის ფინანსთა მინისტრი გიულა საპარი თანამდებობიდან გადადგა, მის მოვალეობას მისი მოადგილე კალმან ტისა შეასრულებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი დროებით ბელა ორში დაიკავებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ სექტემბერს დავით გურამიშვილმა ფოთში ნიკო ნიკოლაძეს მისწერა ფრანგ ტურისტთა და ჟურნალისტთა ჯგუფის თბილისში ვიზიტის შესახებ და ჩამოსვლა სთხოვა. მის ბარათზე მინაწერი გააკეთა ილია ჭავჭავაძემ, რომ სასურველი იყო, უცხოელებს მათგან შეეტყოთ აქაური ავი და კარგი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს „დროების“ №41-ში ზაქარაძის ფსევდონიმით სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ძველ-ახალი ამბები“ დაიბეჭდა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წელს ჟურნალ „მნათობში“ სოფრომ მგალობლიშვილის მიერ თარგმნილი „როსელის დღიური“ დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობები გამოსცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დავით სუმბათაშვილის განცხადება, რომ თავად-აზნაურთა წლიური კრება პირველ მაისს გაიმართებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს რუსულენოვან მაგიდის კალენდარში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „მას აქეთ, რაკი...“, „გაზაფხული“ და პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტის („არაგვს“) ივანე თხორჟევსკისეული თარგმანები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ მეათე გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 20 ივნისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა კაპიტონ გოგოლაძის წერილი. ავტორი აკრიტიკებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელიც გაიმართა 7 ივნისს.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ანასტასია თუმანიშვილმა ფრანგულიდან თარგმნა ვალტერ სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ .